ბრედ პიტი 51 წლის გახდა

brad1მსოფლიო ვარსკვლავი ბრედ პიტი 51 წლის გახდა. უილიამ ბრედლი „ბრედ“ პიტი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერია. იგი პოპულარული გახდა 90-იან წლებში, როდესაც რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ბრედ პიტს 1995 წელს შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „თორმეტი მაიმუნი“ მიეკუთვნა ოქროს გლობუსის ჯილდო და ოსკარის ნომინაცია. პიტი მედიის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი. მისი წინანდელი ქორწინება ჯენიფერ ენისტონთან და ამჟამინდელი ურთიერთობა ანჯელინა ჯოლისთან მსოფლიოს მედიის მიერ ფართოდ შუქდება. პიტს ჯოლისთან ჰყავს ექვსი შვილი, აქედან სამი ბიოლოგიური. ჯოლისთან ურთიერთობის შემდეგ, რომელიც ცნობილი არის თავისი ქველმოქმედებით, პიტი უფრო მეტად ჩაერთო სოციალურ საქმეებში.

ბრედ პიტმა მსახიობობასთან ერთად პროდიუსერობაც სცადა. ჯენიფერ ენისტონთან და პარამოუნტ პიქჩერსის მმართველთან ბრედ გრეისთან ერთად, მან ჩამოაყალიება საპროდუსერო კომპანია „პლან ბე“. ენისტონი აღარ არის ამ კომპანიის პარტნიორი, თუმცა მრავალ პროექტში ფიგურირებს, რომელიც მანამდე იყო შეთანხმებული, სანამ ბრედს გაეყრებოდა. კომპანიამ გამოუშვა „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ ჯონი დეპის მონაწილეობით, „მიცვალებულები“ და „ჯესი ჯეიმსის მკვლელობა“.

“ინტერვიუ ვამპირთან”, “შემოდგომის ლეგენდები”, “12 მაიმუნი”, “შვიდი წელი ტიბეტში”, “გაიცანით ჯო ბლეკი”, “დიდი ფსონი”, “ოუშენის თერთმეტი მეგობარი”, “ტროა”, “ოუშენის თორმეტი მეგობარი”, “მისტერ და მისის სმითები” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 80-90-იან წლებში ბრედ პიტი ხშირად ხვდებოდა მასთან ერთად მოთამაშე მანდილოსნებს. პიტი ასევე ხვდებოდა მსახიობს სიინიტას და თანდიე ნიუტონს. მსახიობი სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავს ჯენიფერ ენისტონს შეხვდა 1998 წელს და მათი ქორწილი შედგა მალიბუში 2000 წლის 29 ივლისს. საქორწილო ცერემონია დახურული იყო, ჟურნალებში მათი ქორწილის ამსხაველი მხოლოდ ერთი სურათი დაიბეჭდა. ქორწინებიდან მალევე, პიტმა უჩივლა იმ კომპანიას, რომელმაც გამოუშვა ზუსტად ისეთი ბეჭედი, რომელიც საქორწილოდ ბრედმა ჯენიფერს აჩუქა, სახელად „ბრედი და ჯენიფერი“. პიტის თანახმად, ბეჭედი მისი მოფიქრებული დიზაინით იყო გაკეთებული და ის იყო ექსკლუზიური. მათმა ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამ დროის განმავლობაში ხშირად იყო ჭორები მათი დაშორების შესახებ.

პიტი ჯენიფერს ოფიციალურად 2005 წელს გაეყარა. როდესაც პიტის და ენისტონის ქორწინება უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა, ის და მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეხვიენ საყოველთაო სკანდალში, სადაც ანჯელინას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „სხვა ქალს“. იმ დროს როდესაც ჯოლი და პიტი უარყოფდნენ თავიანთ ურთიერთობებს, სპეკულაცია ამ თემაზე მაინც მიდიოდა. ერთი თვის შემდეგ, მას მერე რაც ანისტონმა შეიტანა დოკუმენტი გაყრის შესახებ, პაპარაცების მიერ იქნა გადაღებული სურათები, რომელიც ადასტურებდა ჭორს ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის რომანის შესახებ. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის გამოც მედიამ მათ „ბრანჯელინა“ შეარქვა. ორი თვის შემდეგ, პიტი და ჯოლი უკვე პოზიორობდნენ კამერების წინ როგორც წყვილი. ბრედ პიტს და ანჯელინა ჯოლის 6 შვილი ჰყავთ, აქედან სამი ბიოლოგიური და სამიც აყვანილი.