11 დეკემბერი, 2014

ბიონსე ყველაზე პოპულარულია

b1ფეისბუქის ხელმძღვანელობამ ყურადღებით შეისწავლა თავისი მომხმარებლების ინტერესები და 2014 წლის ყველაზე პოპულარული ხელოვანების სია შეადგინა.

პირველ ადგილს არავის უთმობს 33 წლის მომღერალი ბიონსე, მეორე ადგილს იკავებს ფარელ უილიამსი, მესამე ადგილზე კი ნიკი მინაჟია.

როგორც გაირკვა, ფეისბუქის მომხმარებლები მუსიკით აქტიურად არიან დაინტერესებულები, რასაც ისიც მოწმობს, რომ პირველ ათეულში ადგილები მხოლოდ და მხოლოდ მუსიკოსებმა გადაინაწილეს. გამონაკლისს მხოლოდ წამყვანი ჯიმი ფელონი და რეალითი-ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი წარმოადგენენ.

2014 წლის ფეისბუქის ყველაზე პოპულარული ხელოვანების ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბიონსე;
  2. ფარელ უილიამსი;
  3. ნიკი მინაჟი;
  4. ტეილორ სვიფტი;
  5. ჯიმი ფელონი;
  6. იგი აზალია;
  7. კეტი პერი;
  8. პიტბული;
  9. ჯონ ლეჯენი;
  10. კიმ კარდაშიანი.