22 დეკემბერი, 2014

ბიონსე და ჯეი ზი სახლის გარეშე დარჩნენ

B1მსოფლიოში ცნობილი მომღერლები ბიონსე და ჯეი ზი სახლის გარეშე დარჩნენ. მომღერალი წყვილი მზად იყო ბევერლი ჰილსზე მათ მიერ შერჩეულ სახლში 75 მილიონი დოლარი გადაეხადა, თუმცა ბოლო მომენტში შეთანხმება აღარ შედგა.

ცნობილი თამაშის Minecraft-ის შემქმნელმა შვედმა მილიარდერმა მარკუს პრესტონმა სახლის მფლობელებს ასტრონომიული თანხა შესთავაზა და ეს სასახლეც მის მფლობელობაში გადავიდა.

ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლის ფანჯრებიდან, რომელიც ლაინერს გავს, ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება. 2136 კვადრატული მეტრი მოცულობის სახლში 8 საბინებელია, 15 აბაზანა, მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღვინის სარდაფი, 16 ავტომობილი, კინოთეატრი 24 ადამიანზე და, რა თქმა უნდა, აუზი.

ბიონსეს და ჯეი ზის ნამდვილად ჰქონდათ შანსი სახლისთვის ებრძოლათ, თუმცა ამაზე უარი განაცხადეს. ამჟამად წყვილი კვლავ სახლის ძიებაშია. ისინი იმედს იტოვებენ, რომ შობას ახალ სახლში იზეიმებენ.