“ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა

beri1“ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალთან არსებული კარიერის გათხრების დროს აღმოჩენილი “ბერიკლდეების” არქეოლოგიური ობიექტი მოინახულა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია და გაგრძელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია სრულად შეისწავლის არსებულ ობიექტს.

რაც შეეხება უკვე დაზიანებულ ნაწილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, კანონის დარღვევის ფაქტზე შესაბამის ზომებს მიიღებს.