21 დეკემბერი, 2014

ბერი კლდეების ნამოსახლარი განადგურებულია

iullon2საყდრისი ყაჩაღიანის უძველესი მაღაროს შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთი უძველესი არქეოლოგიური ძეგლი განადგურდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში კარგად ჩანს, რომ ბულდოზერები ბერი კლდეების ნამოსახლარზე ანადგურებენ ისტორიას, რომელიც თითქმის 6 ათას წელს ითვლის. იქ, სადაც სამშენებლო ტექნიკა მიწას თხრის, რამდენიმე თვის წინ ყორღანები იყო. ამჟამად კი ყველაფერი განადგურებულია, ისტორია წაშლილია, ძველი დიდების გადმონაშთიდან მხოლოდ კვალიღაა დარჩენილი.

არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ განგაში დროულად ატეხა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც მიმართა, სადაც უთხრეს, რომ სამუშაოები შეჩერდებოდა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ სააგენტოც და გაგოშიძეც მშენებლებმა მოატყუეს.

როგორც იულონ გაგოშიძე ტელეკომპანიასთან საუბარში აცხადებს, ბერი კლდეების დანგრევა საყდრისის დანგრევის ტოლფასია. პოსტსკრიპტუმის მიერ გადაღების დროს შემთხვევით აღმოჩენული ნივთები სპეციალისტების თქმით, შუა ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება და დაახლოებით 6 ათასი წლის წინანადელი ჭურჭელია.

არქეოლოგები იმასაც ამბობენ, რომ არტეფაქტები ბერი კლდეების ტერიტორიაზე მესოპოტამიური ფესვების მქონე ადამიანების ცხოვრებაზე მიუთითებს.

პოსტ სკრიპტუმის მიერ გადაღებული კადრების შემდეგ, განგაში კულტურის სამინისტროშიც და ძელგთა დაცვის სააენტოშიც გამოცხადდა, შემთხვევის ადგილზე სააგენტოს არქეოლოგები ჩავიდნენ და დაასკვნეს, რომ მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია, ტერიტორია კი უნიკალური.