აზერბაიჯანული თეატრი მოლიერის პიესაზე მუშაობს

teatriჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

მოლიერის “ჟორჟ დანდენი, ანუ მოტყუებული ქმარი” რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე დგამს. სპექტაკლში დასის აზერბაიჯანელ მსახიობებთან ერთად თურქი მსახიობებიც ითამაშებენ. ისინი შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, პროფესორ ზურაბ სიხარულიძის დოქტორანტები არიან.

როგორც თეატრის საინფორმაციო სამსახურში განაცხადეს, პრემიერისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება და 23 დეკემბერს აზერბაიჯანული თეატრი თავის მაყურებელს საკუთარ კედლებში გორგასლის პირველ ნომერში უმასპინძლებს.