19 დეკემბერი, 2014

ანრი ჯოხაძემ რჩეული გამოაჩინა

anri1მომღერალმა ანრი ჯოხაძემ რჩეული თავის ახალ კლიპში გამოაჩინა. სომხეთში ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი ევა რივასი და ანრი მის ახალ კლიპში “თოვლი მოდის” შეყვარებულებს თამაშობენ, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, ვიდეორგოლში წარმოდგენილი ისტორია არც მთლად სიმართლეა და არც მთლად ტყუილი.

კლიპი ბაკურიანშია გადაღებული. სპეციალურად ამ ვიდეორგოლისთვის ანრიმ გამჭვირვალე როიალი დაამზადებინა და ერთ-ერთ სასტუმროში წინასაახალწლო სიტუაცია მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ კლიპი სიყვარულზეა, ის მაინც ახალი წლის წინ საუკეთესო განწყობის შესაქმნელად არის მომზადებული.

ანრი ქართველ მომღერლებს შორის ერთადერთია, ვინც ყველა დროსა და ვითარებაში აქტიურია, წერს სიმღერებს, იღებს კლიპებს და არც საკუთარ თავს და არც თავის ერთგულ მსმენელს მოდუნების უფლებას არ აძლევს.