ანრი ჯოხაძე: “უხილავი ღმერთები ადგენენ სიებს!”

ანრი ჯოხაძე: "უხილავი ღმერთები ადგენენ სიებს!"ეპატაჟური ქართველი მომღერალი ანრი ჯოხაძე ინგა გრიგოლიას ეთერში აცხადებს, რომ არსებობენ უხილავი ღმერთები, ვინც ადგენენ კონცერტებში მონაწილე მომღერალთა სიებს:

“ვინ მირეკავდა რომ კონცერტში უნდა ვყოფილიყავი? არ ვიცი, იქ ღმერთები იყვნენ თუ არა, მაგრამ, მოდით, ვთქვათ, რომ არიან რაღაც უხილავი ღმერთები, რომლებიც რაღაც სიებს ადგენენ. ეს არავისთვის დასამალი არ არის, ჩემმა კოლეგებმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ეს მაშინაც იყო და ალბათ დღესაც არის, იმიტომ რომ ვიღაცას ლელა უფრო ესიმპათიურება, ვიღაცას აჩიკო მეფარიძე, აქედან გამომდინარე, ვიღაცეები პრიორიტეტებს უფრო თავისებურად ჭრიან და კერავენ. იმ პერიოდში, როცა იყო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, პირადად მირეკავდნენ სტეფანე და კახუჩელა, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი კომპანიის მფლობელები, ისინი იგებდნენ ამ ტენდერებს, რასაც ჰქვია დიდი კონცერტები, შესაბამისად დამკვეთებიც ისინი გახლდნენ და გვეძახდნენ კონცერტებზე.”