11 დეკემბერი, 2014

ანჯელინა ჯოლის იაპონიაში ჩასვლა აუკრძალეს

5იაპონელმა ნაციონალისტებმა ჰოლივუდის ვარსკვლავს და რეჟისორს ანჯელინა ჯოლის ქვეყანაში ჩასვლა აუკრძალეს. ამის მიზეზი მის მიერ გადაღებული მესამე ფილმი “unbroken” გახდა.

იაპონელი ტრადიციონალისტების თქმით, ანჯელინამ ამერიკელებში პატრიორტული სულისკვეთების გაღვივების გამო საკმაოდ ღრმად შეტოპა და ფილმში ასახა ფაქტები, რომელიც ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფერება.

ნაციონალისტები აპროტესტებენ და მოითხოვენ ხელისუფლებისგან ყურადღება მიაქციონ ეპიზოდებს, სადაც იაპონელები გამეტებით სცემენ, აწამებენ და წვავენ ამერიკელ ჯარისკაცებს. მათი აზრით, მსგავსი ეპიზოდებით ანჯელინამ თავისი რასისტული განწყობის დემონსტრირება მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული, მსახიობი და რეჟისორი ტყუილში დაადანაშაულეს. მას დემონი უწოდეს და მთავრობისგან მოითხოვეს აეკრძალოს ჰოლივუდის ვარსკვლავს იაპონიაში ჩასვლა.

ანჯელინა ჯოლის ბოლო ფილმი ამერიკელი მორბენალის ლუი ზამპერინის რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც მონაწილეობას იღებდა 1936 წელს ბერლინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში, სადაც მან გამარჯვება ვერ მოიპოვა. ყველას ეგონა, რომ ზამპერინი მომავალი წლის ოლიმპიადაშიც ჩაერთვებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ისიც ომში წავიდა. მისი თვითმფრინავი იაპონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, ლუი ზამპერინი იაპონელებთან ტყვედ ჩავარდა, სადაც საშინლად აწამეს. ის სამშობლოში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.