15 დეკემბერი, 2014

ანჯელინა ჯოლი ავადაა

joli1მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ავადაა. ეს ინფორმაცია მან თავად გაავრცელა, როცა სპეციალური ვიდეომიმართვა მოამზადა თავისი ახალი ფილმის პრემიერებზე მისული მაყურებლისთვის:

“სამწუხაროდ, ჩემი ფილმის პრემიერებს ვერ დავესწრები. ავად ვარ! სახლში ვარ და ყველანი ძალიან მენატრებით. გული მწყდება, რომ ჩემი ფილმის წარდგენას უშუალოდ მე ვერ ვახდენ თქვენთვის. ხანდახან არც კი მჯერა, რომ ჩემი ნამუშევრის პრემიერა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ის ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ყველას გიგზავნით ჩემს სიყვარულს და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!”

ანჯელინა ჯოლის ჩუტყვავილა შეხვდა. ამჟამად მისი ერთ-ერთი ბოლო ფილმის “გაუტეხელი” მსოფლიო პრემიერა მიმდინარეობს. ფილმი ანჯელინას მორიგი სარეჟისორო ნამუშევარია. მსახიობმა უკვე განაცხადა საჯაროდ, რომ მსახიობობა აღარ სურს, რეჟისორის ამპლუაში უფრო კარგად გრძნობს თავს და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში პოლიტიკაში წავიდეს.