14 დეკემბერი, 2014

ადამ ლევინი: “17 შვილი მინდა!”

adam1პოპულარული ჯგუფის Maroon 5-ის სოლისტი ადამ ლევინი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ბევრი შვილის ყოლაზე ოცნებობს. მისმა ქორწინებამ მოდელ ბეჰატი პრინსლთან კი ეს ოცნება რეალობას კიდევ უფრო მიუახლოვა.

ბევრი შვილის ყოლაში გასაკვირი არაფერია, თუმცა ლევინმა ბავშვების რეკორდული რაოდენობა დაასახელა. “17 შვილი მინდა მყავდეს!” – განაცხადა მომღერალმა და დასძინა, რომ ბავშვები ძალიან უყვარს.

“ბევრი შვილის ყოლის სტიმული ჩემმა კოლეგამ გვენ სტეფანიმ მომცა, რომელიც სამ ბიჭს ზრდის. მართლა მინდა 17 შვილი მყავდეს. ეს რეალურია? მიყვარს ბავშვები იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე და ჩემს მეუღლეს “მუშაობა” ჯერ ჩვენს პირველ შვილზეც კი არ დაგვიწყია. ზუსტად ვიცით, რომ “მუშაობას დავიწყებთ”, მაგრამ ეს როდის იქნება, ჯერჯერობით უცნობია.”

სასიმღერო კარიერის გარდა, ადამ ლევინი აქტიურად არის დაკავებული სპორტით, ზრუნავს თავის სხეულზე და არასდროს ამბობს უარს, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ფოტოსესიებში, სადაც თავის ნავარჯიშებ სხეულს გამოაჩენს. მომღერალი აცხადებს, რომ ამ საქმეზე უარის თქმას შვილებიც ვერ აიძულებენ:

“ძალიან მიყვარს სპორტდარბაზში სიარული. თუკი ბავშვებსაც დააინტერესებთ ვარჯიში, ისინიც აუცილებლად ჩემთან ერთად ივლიან,” – დასძინა მომავალმა მრავალშვილიანმა მამამ.