8 დეკემბერი, 2014

8 დეკემბერს ჯონ ლენონი მოკლეს

j18 დეკემბერი ბითლზების ფანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯონ ლენონი მოკლეს. დღეისთვის ყველა აღიარებს, რომ ჯონ ლენონმა უდიდესი გავლენა იქონია ამ ჯგუფის შემოქმედებასა და წარმატებაზე.

მუსიკოსმა პირველად სინტია პაუელზე იქორწინა და პირველი ვაჟიც ეყოლა. ბიჭს ჯონის დედის სახელი ჯულიანი დაარქვეს. მოგვიანებით წყვილი ერთმანეთს დაშორდა და ლენონმა იაპონელ ავანგარდ არტისტზე იოკოზე იქორწინა, რომელიც ინდიკა გალერეაში გაიცნო. ქორწინებამ ბითლზში არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გაზარდა, რასაც ჯგუფის დანარჩენი წევრების მდუმარე პროტესტი მოჰყვა. ბითლზმა ახალი სინგლი გამოსცა, რომელიც პაციფისტების ჰიმნად იქცა.

1966 წელს ბიტლომანიამ მიმზიდველობა დაკარგა. ჯგუფის წევრები ფილიპინების პრეზიდენტის ოჯახის დამცირებაში დაადანაშაულეს. საზოგადეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა ლენონის ცნობილმა გამოთქმამ: „ჩვენ დღეს უფრო პოპულარული ვართ, ვიდრე იესო ქრისტე“, რასაც ბითლზის ჩანაწერების კოცონზე დაწვა მოჰყვა. 1966 წლის 29 აგვისტოს ბითლზმა სან-ფრანცისკოში ბოლო კონცერტი გამართა და გასტროლებიც დაასრულა.

მას შემდეგ, რაც ბითლზი 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ნიქსონის ადმინისტრაცია მათ გადასახლებით დაემუქრა. ლენონმა იცოდა, რომ მუქარის მიზეზი მისი მხრიდან ვიეტნამის ომის წინააღმდეგობა იყო. მოგვიანებით ჯონის ვარაუდი დოკუმენტურად დასაბუთდა. ნიქსონის პოსტიდან წასვლის შემდეგ, ლენონი შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლებით დაჯილდოვდა. მან მენტალურად არასრულფასოვანი ბავშვების დასახმარებლად „მედისონ სქვეარ გარდენი” დააარსა. ასევე განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას, რასაც საფუძვლად აშშ-ში დარჩენის მცდელობა ედო. იმიგრაციულ ბრძოლას ლენონის ქორწინება ემსხვერპლა. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარელად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ–ალბომებზე დევიდ ბოვისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას.
ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი, გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო.

1980 წელს ჯონი მუსიკის სამყაროს ახალი ალბომით დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მომღერალი მოკლეს. ერთ–ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ, სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ლენონის მკვლელი იყო მისი ფანი მარკ დევიდ ჩეპმანი. მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს და როცა ჰკითხეს, თუ რატომ მოკლა ლენონი, მან ორი მიზეზი დაასახელა, პირველი ჯონი ისეთი დიდი ადამიანი იყო, რომ საზოგადოება მისი ღირსი არ არის. მეორე მიზეზით კი, მას ისე ძალიან უვარდა ჯონი, სურდა ისტორიაში ლენონთან ერთად შესულიყო და მასთან ერთად ისიც გაეხსნებინათ თუნდაც როგორც მისი მკვლელი. ჯონ ლენონის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მან ბევრჯერ ითხოვა შეწყალება, მაგრამ უშედეგოდ, მას ყოველთვის უარით პასუხობდნენ.

მომღერლის სიკვდილმა მილიონობით ადამიანი შეძრა. მისი ალბომების გაყიდვების რიცხვმა პიკს მიაღწია. 2010 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის N1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. ლენონის სიკვდილის 25 წლის თავი ლივერპულში თარიღი ასობით ბუშტის და ათასობით ბარათის ცაში გაშვებით სიმბოლურად აღნიშნეს. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს.