25 დეკემბერი, 2014

25 დეკემბერს ჩარლი ჩაპლინი გარდაიცვალა

charlie_chaplin_4525 დეკემბერი მსახიობის, კინორეჟისორის, კინოპროდიუსერის, სცენარისტის, კომპოზიტორისა და მიმის ჩარლი ჩაპლინის გარდაცვალების დღეა.

ჩაპლინი გახდა ყველაზე ცნობილ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პოპულარული პირველ მსოფლიო ომამდე. ის იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. იგი აგრეთვე წარმატებით შევიდა ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა „კისტოუნის“ ფილმში „საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ოცწუთიანი სიყვარულიდან“ მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, მოგვიანებით პროდიუსერობაც ითავა და მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. ჩაპლინმა ითამაშა, გადაიღო, სცენარი დაწერა და საკუთარი მუსიკაც კი შექმნა ყველა თავისი ფილმისათვის, რაც ხაზს უსვამს მის კრეატიულობასა და მუნჯი კინოს ეპოქის ფილმებზე გავლენას. ჩაპლინის შემოქმედებაზე იგრძნობოდა ფრანგი მუნჯი ფილმის კომიკოსის, მაქს ლინდერის, გავლენა, რომელსაც ჩაპლინმა თავისი რამდენიმე ფილმი მიუძღვნა. მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს, ვიქტორიანული და მიუზიკ-ჰოლის სცენებზე გამოსვლიდან მის სიკვდილამდე,დიდ ბრიტანეთში, 88 წლის ასაკამდე. მისი პირადი ცხოვრება ბევრჯერ გამხდარა განხილვებისა და ჭორების მიზეზი. მისი მეუღლეები იყვნენ მილდრედ ჰარისი, ლიტა გრეი, პოლეტ გოდარდი, უნა ო’ნილი.

1999 წელს ამერიკულმა ფილმის ინსტიტუტმა ჩაპლინი დაასახელა რიგით მეათე ყველა დროის საუკეთესო მამაკაც მსახიობად. ცხოვრების მანძილზე ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი. შემდგომი საპატიო წოდება კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის დაიმსახურა. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში “საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის”. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჟელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე. 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის. ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი „ჩაპლინი“.

2009 წელს ჩარლი ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნა დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში „ემიგრანტი“, „ოქროს ციებცხელება“, „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“, „ახალი დროება“ და „დიდი დიქტატორი“. ასევე არჩეული იქნა ფილმი „აჩვენე ხალხს“. ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამუშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.