12 დეკემბერს ფრენკ სინატრა დაიბადა

frank-sinatra112 დეკემბერს ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, კინოპროდიუსერი და დირიჟორი ფრენკ სინატრა დაიბადა. გაისად მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდება.

ფრენსის ალბერტ სინატრას თავისი დამახასიათებელი ხმის წყალობითმისი უდიდებულესობა ხმა შეარქვეს. ის XX საუკუნის პოპ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.

ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ჰობოკენში დაბადებული სინატრა იყო ერთადერთი შვილი იტალიელი ემიგრანტ ნატალი დელა (გარავენტა) და ანტონიო მარტინო სენატრასი, რომელიც აღიზარდა რომაული კათოლიკური წესებით. მან სკოლა დამთავრების გარეშე მიატოვა. დაესწრო მხოლოდ 47 დღეს, სანამ გარიცხავდნენ მისი ჯიუტი და ხმაურიანი ქცევების გამო.

ფრენკ სინატრა დაქორწინებულ ქალთან არშიყის გამო დააპატიმრეს, რაც იმ დროისთვის დანაშაულად ითვლებოდა. მისი მთავარი ინტერესი მუსიკის სფერო იყო, რის გამოც დიდი ინტერესით და ყურადღებით დიდი ჯაზ ბენდების სიმღერებს უსმენდა. მან სიმღერა 8 წლის ასაკში დაიწყო ადგილობრივ ღამის კლუბში, რის გამო წვრილ ფულს აძლევდნენ. სინატრამ პროფესიონალური მომღერლის კარიერა როგორც თინეიჯერმა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ის სწავლობდა მუსიკას ყურის სმენით, თუ როგორ ეკითხა მუსიკა.

ხელოვანი სიამოვნებით ჩაერთო სამსახიობო კარიერაში. ყველაზე მნიშვნელოვანი სურათებია „მანჯურიის კანდიდატი“ ანჯელა ლენსბერისთან ერთად, „ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე“ ბერტ ლანკასტერთან ერთად, „მეფეები წინ“ ნატალი ვუდთან ერთად, „ზოგიერთი დარბის“ დინ მარტინთან, „რობინი და 7 ჰუდი“ ბინგ კროსბისთან, ოუშენის თერთმეტი მეგობარი და შერგეანტს 3 პეტ რაკთან ერთად.

ფრენ სინატრას სამი ცოლი ჰყავდა ავა გარდნერი, მია ფეროუ და ბარბარა მარქსი. რაც შეეხება შვილებს, მომღერალს მეუღლეებმა ნენსი სინატრა, ფრენკ სინატრა უმცროსი და ტინა სინატრა აჩუქეს.

მომღერალი და შოუმენი 83 წლის ასაკში გულის შეტევით 1998 წელს გარდაიცვალა.