21 დეკემბერი, 2014

10 საინტერესო ფაქტი ედიტ პიაფზე

ed1მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ედიტ პიაფი, მიუხედავად თავისი ტკივილით და ტრაგიკული შემთხვევებით აღსავსე ცხოვრებისა, არაფერს ნანობდა და ამის შესახებ ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაშიც იმღერა. მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ 47 წელი იცოცხლა, ყველას შეაყვარა თავი და ის დღემდე ლეგენდად რჩება.

“არტინფო” წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ედიტ პიაფის ცხოვრებიდან:

1. ედიტ პიაფი, იგივე ედიტ ჯოვანა გასონი პარიზში დაიბადა, თუმცა მისი ბავშვობა და ახალგაზრდობა დაკავშირებულია ამ ულამაზესი ქალაქის ყველაზე ბნელ და ღარიბ ქუჩებთან. ლეგენდა იმის შესახებ, რომ ედიტ პიაფი პირდაპირ ბელვილის ქუჩის 72 ნომერში მდებარე სახლის კიბეებზე გაჩნდა, იმ ჟურნალისტის დაწერილი აღმოჩნდა, რომელიც საიდუმლოდ იღებდა ჰონორარს მომღერლისგან.

2. პიაფის დედამ, რომელიც კაბარეს მომღერალი იყო, გოგონას დაბადებიდან 2 წლის შემდეგ მიატოვა ქმარი, გოგონა მშობლებს დაუტოვა გასაზრდელად და თვითონ საზღვარგარეთ გაემგზავრა. მომღერლის ბებიას ნამდვილად არ ეხალისებოდა პატარას აღზრდა და როცა ბავშვი შიმშილისგან ტიროდა, მას შეეძლო ბოთლში რძის მაგივრად ღვინოს ჩაესხა, რადგან თვითონაც ძალიან უყვარდა დალევა. როცა ეს ამბავი ედიტ პიაფის მამის ყურამდე მივიდა, მან თავისი შვილი დედამისს წაუყვანა გასაზრდელად.

3. გოგონა 3 წლის იყო, როცა დადასტურდა, რომ მან დაკარგა მხედველობა. ბებიამ გადაწყვიტა ბავშვი წაეყვანა წმინდა ტერეზას საფლავთან. სიწმინდეებს მიახლოებულები გულმხურვალედ ლოცულობდნენ და მოწყალებას ითხოვდნენ. ლეგენდის მიხედვით, სასწაული ერთ კვირაში მართლაც მოხდა. ედიტ პიაფი ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა სპეციალური სახვევით თვალებაკრული. სახვევში მოთავსებული იყო მიწა წმინდანის საფლავიდან. ამის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე მომღერალი ატარებდა მედალიონს ამ წმინდანის გამოსახულებით და ყოველთვის შედიოდა ეკლესიაში სალოცავად, სადაც არ უნდა ყოფილიყო გასტროლზე.

4. მომღერალმა სცენაზე გამოსვლა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. როცა მამა ჯარიდან დაბრუნდა, ედიტი თან წაიყვანა ქუჩის ცირკის მსახიობებთან ერთად ხანგრძლივ მოგზაურობაში. 15 წლის ასაკში გოგონა უკვე დამოუკიდებლად მოღვაწეობდა, ის მღეროდა ქუჩებსა და ტროტუარებზე თავის დადნაფიცთან სიმონა ბერტასთან ერთად. ორი წლის შემდეგ, ედიტს უგონოდ შეუყვარდა კომერსანტი ლუი, წყვილი პარიზში მონმარტზე დასახლდა, მომღერალს 17 წლისას შეეძინა გოგონა მარსელი, რომელიც, სამწუხაროდ, მენინგიტისგან გარდაიცვალა ორი წლის ასაკში. ამის შემდეგ წყვილი ერმანეთს დაშორდა და ედიტ პიაფს შვილი აღარ გასჩენია.

5. მსოფლიოში განთქმული სახელი პიაფი მომღერალს აჩუქა ლუი ლეპლემ, რომელიც პარიზის ერთ-ერთი კაბარეს მფლობელი იყო. სწორედ მისი დამსახურებით დაიწყო მომღერლის წარმატებული კარიერა. 1936 წელს მან პირველი დისკი ჩაწერა. მალევე ლუი თავის საწოლში მოკლული იპოვნეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილად ედიტ პიაფიც სახელდებოდა, რადგან გამოძიების პროცესში ერთ-ერთმა მოწმემ ხელი სწორედ მას დაადო, თუმცა საკმარისი სამხილები მომღერლის მიმართ ვერ იქნა ნაპოვნი.

6. მეორე სამამულო ომის დაწყებამდე მომღერალმა ტრიუმფით დაიპყრო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მიუზიქ-ჰოლები, მღეროდა რადიოში, თამაშობდა თეატრში, გამუდმებით უყვარდებოდა და გაუთავებლად იცვლიდა მამაკაცებს. ის აგრძელებდა გამოსვლებს გერმანელების მიერ ოკუპირებულ პარიზში, 1943 წელს ბერლინშიც გაემგზავრა ფრანგული სიმღერების პრომო ტურით სხვა ფრანგ მომღერლებთან ერთად. ეს ყველაფერი მას ხელს სულაც არ უშლიდა დახმარებოდა ოკუპანტებისგან დამალულ ებრაელებს ან თანამემამულეებს. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ბანაკში გადაღებული სამახსოვრო ჯგუფური ფოტოდან შემდეგ ცალკე ფოტოებს ამზადებდნენ ბანაკიდან გასაქცევად.

7. ედიტ პიაფის დამსახურებით ძალიან ბევრმა ახალბედა ნიჭიერმა ხელოვანმა პირველი წარმატებული ნაბიჯები გადადგა თავის კარიერაში. მათ შორის იყვნენ ივ მონტანი და შარლ ანზავურიც. იმ ძლიერმა გრძნობამ კი, რომელმაც იფეთქა ედიტისა და ცნობილი მოკრივეს მარსელ სერდანის შორის, განაპირობა იმ სიყვარულის ჰიმნის შექმნა, რომელიც უკვდავი გახდა. როდესაც 1949 წელს 33 წლის მარსელი ნიუ-იორკში მიფრინავდა, სადაც ედიტს გასტროლი ჰქონდა, თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამ ამბის შემდეგ, მომღერალი მორფს მიეძალა.

8. 1951 წლის ივნისში მომღერალი ავტოკატასტროფაში მოყვა შარლ აზნავურთან ერთად, რომელიც მაშინ ერთდროულად იყო პიაფის მძღოლი, მდივანი და პროტეჟე. მრავალრიცხოვანი მოტეხილობებისგან გამოწვეული ტკივილების გასაყუჩებლად, მომღერალს ისევ მორფი დაუნიშნეს. ერთი წლის შემდეგ კი მან მტკიცედ გადაწყვიტა ნარკოტიკის დამოკიდებულებისგან გათავისუფლება და მკურნალობა დაიწყო.

9. 1955 წელს ხანგრძლივი მკურნალობის და დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარების შემდეგ, ედიტ პიაფმა მოახერხა დროებით გათავისუფლებულიყო მორფზე დამოკიდებულებისგან, თუმცა ალკოჰოლს მიეტანა, რადგან მას არ შეეძლო მარსელ სერდანის დავიწყება, თუმცა მას შემდეგაც არაერთხელ შეუყვარდა და გათხოვდა. მისი პოპულარობა პიკში იყო, გრანდიოზული ტრიუმფი სულ უფრო და უფრო წარმატებით მიიწევდა წინ, მაგრამ ის მაინც უბედური იყო.

10. ედიტ პიაფი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო ამდენ ტკივილს და სევდას. როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ მომღერლის უახლოესმა მეგობარმა მწერალმა, მხატვარმა და რეჟისორმა ჟან კოქტომ შეიტყო, მან თქვა: “არ ვიცნობდი ჩემს ცხოვრებაში არავის, ვინც ასე არ უფრთხილდებოდა თავის სულს.”