მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა ახალ სიმღერაზე კლიპის გადაღება გადაწყვიტა, თუმცა საკმაოდ უჩვეულოდ – კლიპისთვის ის არც რეჟისორს ეძებს და არც მსახიობებს. კლიპისთვის ვიდეოს შექმნას მომღერალი ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს. ვინც ყველაზე ორიგინალურ ვიდეოს გადაიღებს, სწორედ მასზე შეიქმნება სალომე კორკოტაშვილის ახალი კლიპით:
“მეგობრებო! ვიწყებთ ვიდეოს გადაღებას ახალ ტრეკ-ზე, გვინდა რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში. ქვევით მოცემულია სიმღერის ლინკი რომელზეც გვინდა, რომ გადაიღოთ ვიდეო, რომელშიც თქვენ არაორდინალურ გარემოში, არაორდინალურად ჩაცმული, უცნაურად, რითმულად იცეკვებთ. ამ მასალიდან აეწყობა ერთი ვიდეო, რომლის მონაწილეც თქვენ გახდებით. ასევე ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. წინასწარ გიხდით მადლობას და ველოდებით თქვენს აქტიურობას.”
ახალი კლიპის ვიდეოს მიღებამდე მომღერალი საკონცერტო ტურნეს ჩაატარებს. 29 ნოემბერს ის ბაქოში ჩავა, სადაც თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს, 5 დეკემბერს სალომეს ქორნერ ჰაუსში ელოდებიან, 25 დეკემბერს ბათუმში, 31 დეკემბერს ყაზბეგში, 2 იანვარს კი მეიდანში.
