22 ნოემბერი, 2014

ელისო ვირსალაძეს ანაბეჭდს გაუხსნიან

3მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს ელისო ვირსალაძეს საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის უკვდავთა თაღში ხელის ანაბეჭდს გაუხსნიან.

როგორც მუზეუმის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია აცხადებს, ელისო ვირსალაძის ხელის ანაბეჭდი უკვე აღებულია და მისი საზეიმო გახსნა უახლოეს მომავალში გაიმართება:

“ჩვენ უკვე აღებული გვაქვს ქალბატონი ელისო ვირსალაძის ანაბეჭდი და ვფიქრობთ, ეს სახელი ქართული ხელოვნების თანავარსკვლავედში სადავო სახელი არ არის.”

ელისო ვირსალაძის სახელი დაკავშირებულია საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან “ქება ვაზისა”, რომელიც პაუზის შემდეგ კვლავ განახლდა და მას ყოველი წლის შემოდგომაზე თელავი მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები და ატარებენ მასტერკლასებს.

უკვდავთა თაღში უკვე გახსნილია რეზო ჩხეიძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, პაატა ბურჭულაძის, ელდარ შენგელაიას, კახი კავსაძის, გივი ბერიკაშვილისა და ოთარ კობერიძის ხელის ანაბეჭდები. სულ მალე მათ გვერდით ელისო ვირსალაძის ხელის ანაბეჭდიც გაჩნდება.