ადელმა საქველმოქმედო სინგლის ჩაწერაზე უარი თქვა

14პოპულარულმა სოულის მომღერალმა ადელმა უარი განაცხადა საქველმოქმედო სინგლის ჩაწერაზე. სინგლი აფრიკის მოშიმშილე ქვეყნების მხარდასაჭერად იწერება და ასევე ებოლას ვირუსთან ბრძოლისკენ მოუწოდებს მსოფლიოს.

საქველმოქმედო სინგლის ჩაწერაზე თანხმობა განაცხადეს ქოლდფლეის ვოკალისტმა კრის მარტინმა, ედ შირანმა, ვან დირექშენმა, რიტა ოპამ, ჯესი ვეირმა, სემ სმიტმა, ემილი სანდეიმ, ელი ჰულდინგმა, ბონომ. სიმღერა უკვე ჩაიწერა ლონდონის ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში. სინგლის გაყიდვა 8 დეკემბრიდან დაიწყება.