კირა მებუკე იუბილარია

19 მაისი, 2017

19 მაისს პირველი ქართველი მიმი ქალი – კირა მებუკე იუბილარია. მას 65 წელი შეუსრულდა. შალიკაშვილის თეატრი ულოცავს მსახიობს დაბადების დღეს, დიდხანს სიცოცხლეს და პოფესიულ წარმატებას უსურვებს.

სპეციალურად ამ დღისთვის, პანტომიმის თეატრის მსახიობები ამირან შალიკაშვილის სპექტაკლს „კიდევაც დაიზრდებიან“ ითამაშებენ. ეს არის უკვდავი სპექტაკლი, რომელიც რეჟისორმა სპეციალურად კირა მებუკესთვის დადგა. წლების განმავლობაში, მთავარ როლს – დედას სწორედ კირა მებუკე ასრულებდა.

სპექტაკლი პანტომიმის სახელმწიფო თეატრში 19 მაისს, 20 საათზე გაიმართება.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით. 1968 წ. სწავლობდა პანტომიმის სტუდიაში, 1974 წ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტი, დრამის მსახიობის სპეციალობით. 1970 წ. მუშაობს პანტომიმის თეატრში წამყვან მსახიობად. 1979 წ. მიენიჭა პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. 1999 წ. ღირსების მედლის და 2002 წ. ღირსების ორდენის კავალერი. 2004 წ. დოცენტი. 2006 წ. ასოცირებული პროფესორი. 1981 წ. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1982 წ. პანტომიმის თეატრის მთავარი რეჟისორი დღემდე. 1983 წ. ასწავლის პანტომიმას და პლასტიკას შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს 4 სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატიულ თეატრების სცენაზე უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გააზიარეთ

 
...