24 იანვარი, 2016

სომხების ბოდიში ქართველებს

1gevorkianბოლო დღეებში ქართულმა საზოგადოებამ კატეგორიულად დაგმო და გააკრიტიკა Gevorkian Dance Academy, რომელიც ქართულ ცეკვებს სომხურად ასაღებდა. ხელოვანებმა შესაბამისი უწყებებისგან დროული რეაგირება და სამართლებრივი ქმედებების გატარება მოითხოვეს.
გიორგი თუმასიანმა გაავრცელა Gevorkian Dance Academy-ის ხელმძღვანელის ვართან გევორქიანის საგანგებო წერილი, რომელიც ბოლო დღეების აჟიოტაჟს ეხმაურება:

“ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,

გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი, როგორც განმარტება იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა YouTube-ზე “MENQ meroncov” ექაუნთის მიერ ატვირთულ ვიდეოს. მნიშვნელოვანია, სიცხადე შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაქტობრივი ან იურიდიული კავშირები ამ ექაუნთთან. ამავდროულად, ამ ექაუნთს არ გააჩნდა ოფიციალური ან სიტყვიერი ნებართვა, აეტვირთა ჩვენი მატერიალები.

ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვეთ “MENQ meroncov” YouTube-ის ექაუნტს, რათა გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ქსელიდან. ასეთივე მოთხოვნა ჩვენ გავუგზავნეთ YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს.

1987 წელს, სომხეთში, ქალაქ ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი “დრუჟბა” (მეგობრობა). მრავალი ქორეოგრაფი სხვა ქვეყნიდან იქნა მოწვეული, რათა მიეცათ საკუთარი ეროვნული ცეკვების გაკვეთილები ანსამბლისთვის. ქორეოგრაფთა შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელიც იქნა მოწვეული ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” შესრულების მასტერკლასის მიცემისთვის.

2000 წელს, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე ცოლთან ერთად გადავწყვიტე, აუდიტორიისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და შევასრულეთ ეს კონკრეტული ცეკვა, რომლის ვიდეო აიტვირთა ჩვენს YouTube-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.

მე მესმის თქვენი იმედგაცრუების და მინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადო მესამე მხარეს შეცდომის გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს გაკეთდა ჩვენი თანხმობის და ინფორმირების გარეშე.

Gevorkian Dance Academy არის ცეკვების საერთაშორისო სკოლა. ჩვენ ვასრულებთ სომხურ, ამერიკულ, რუსულ, მოლდოვურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ციგნურ და სხვა მრავალ ცეკვას. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სხვა კულტურების ცეკვების მოპარვას ნიშნავს, არამედ ეს არის კარგი გზა მათი კულტურის პრეზენტაციისთვის. ამ წერილთან ერთად მე გიგზავნით ჩვენი გამოსვლების ბანერების/აფიშების ფოტოსურათს, სადაც აღნიშნულია თითოეული ცეკვის წარმომავლობა.

ჩვენ არასდროს გვქონდა სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად.

პატივისცემით,
ვართან გევორქიანი,
Gevorkian Dance Academy”

1werili