საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ამირან შალიკაშვილი მოუწოდებს ყველა ინსტანციას, ვისაც ევალება ქართული კულტურის პატრონობა, ხმა აიმაღლონ ეროვნული საგანძურის მოპარვასთან დაკავშირებით და უმკაცრესად მოსთხოვონ პასუხი ქურდბაცაცებს.
ამირან შალიკაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ლექსით გამოეხმაურა, რომელსაც “აღშფოთებული ვარ!” უწოდა.
ამირან შალიკაშვილი:
“რაც შევქმენით იმას ვეღარ ვუვლით,
მომეკვეთა ამ სირბილში ორთავ ფეხის მუხლი,
დამავიწყდა რომ დავრბოდი ჩემი ნიჭით ვქუხდი,
ღმერთო, ძალა მომაშველე ჩემს შექმნილს ვერ ვუვლი.
დრო გავა და მოღალატეს მტრობას გადავუხდი,
ფურთხის ღირსი ჩვენ არა ვართ, ცუდიც არ ვართ ცუდი.
შეაჩერეთ ეგ ქურდობა მოიხადეთ ქუდი,
ქართულ ცეკვის “მარგალიტთან” მოიხარეთ მუხლი!”