ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთლისა და ვლადიმერ ვისოცკის ამბავი

ზურაბ წერეთლისა და ვლადიმერ ვისოცკის ამბავი

ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლისა და რუსი მომღერლის ვლადიმერ ვისოცკის ამბავი, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, უმრავლესობისთვის უცნობია. მწერალი და სცენარისტი, ვლადიმერ ვისოცკის უახლოესი მეგობარი არტურ მაკაროვი თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა: “ვისოცკის, გარდაცვალების შემდეგ, მეგობრების, ახლობლებისა და ნაცნობების ვალები დარჩა – 38.000 რუბლი. მისი ორივე მანქანა გავყიდე, რომ ვალები გამესტუმრებინა და ყველა მისმა მეგობარმა, ახლობელმა თუ ნაცნობმა […]

ზურაბ წერეთლის საჩუქარი თბილისს

ზურაბ წერეთლის საჩუქარი თბილისს

მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა წინასაახალწლოდ თბილისს საჩუქარი გაუკეთა. სპეციალურად გრიბოედოვის თეატრისთვის ხელოვანმა ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი დაამზადა, რომელიც საზეიმოდ მისმა შვილმა, უმცროსმა ზურაბ წერეთელმა გახსნა. ძეგლის გახსნის შემდეგ კი გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენილი იყო რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლი “ხოლსტომერი – ცხენის ისტორია”.

მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს გამართავს

მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს გამართავს

მომღერალი მეგი გოგიტიძე მოსკოვში პირველ სოლოკონცერტს გამართავს. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ქართველი მომღერალი თავის მსმენელს რუსეთის დედაქალაქში ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში უმასპინძლებს. კონცერტის ორგანიზატორების განცხადებით, მეგი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და მოთხოვნადი მომღერალია. მისი ორიგინალური სტილის გამო, მეგის ვიდეოების ნახვა ინტერნეტში 100-მილიონს აჭარბებს. მოსკოვში გამართულ სადებიუტო კონცერტზე ქართველი მომღერალი შეასრულებს სიმღერებს ახალი ალბომიდან, რომელზეც […]

სანკტ-პეტერბურგში რუსთაველის ძეგლი დაიდგა

სანკტ-პეტერბურგში რუსთაველის ძეგლი დაიდგა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა. ძეგლი რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისა და ამავე საზოგადოების საკნტ-პეტერბურგის ფილიალის თავმჯდომარის ავთანდილ ბუთხაშვილის ძალისხმევით დადგეს. შოთა რუსთაველის ძეგლის სიმაღლე 340 სანტიმეტრია, სიგანე 56 სანტიმეტრი, ქანდაკების ავტორი კი ზურაბ წერეთელია. რუსთაველის ძეგლი სანკტ-პეტერბურგში სიმბოლურად რუსთაველის ქუჩაზე 56 ნომერში განთავსდა.

ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონს ითხოვს

ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონს ითხოვს

რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი ზურაბ წერეთელი 1,5 მილიონ დოლარს ითხოვს. მიზეზი ახალი ქანდაკებაა. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი ნამუშევრები სოლიდური თანხა ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკემ არაერთი ბიუსტი თუ ძეგლი უსრულიად უსასყიდლოდ საჩუქრად გადმოსცა საქართველოს, ამჯერად ხელოვანი კონკრეტულ თანხას ასახელებს, რომლითაც თავისი სამუშაო შეაფასა. 1,5 მილიონი დოლარი ზურაბ წერეთლის მიერ დამზადებული სტალინის ძეგლი ღირს. […]

გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ

გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილ რეჟისორს გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ. მისი ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. მხატვრისა და მოქანდაკის მიერ შესრულებული ბიუსტი უკვე საქართველოშია და ის სულ მალე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში დაიდგმება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს: “დღეს გამოგვიგზავნა ზურა წერეთელმა ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი, რომელიც ძალიან მალე […]