ჭდე: ზურა ვადაჭკორია

ზურა ვადაჭკორია – ილუზიონისტური ჟანრის დიდოსტატი

ზურა ვადაჭკორია - ილუზიონისტური ჟანრის დიდოსტატი

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია თავისი შემოქმედებით ამტკიცებდა, რომ მისი საქმიანობა თაღლითობა და ტყუილი კი არა, დიდი ხელოვნება იყო: “ილუზიონისტური ჟანრი განეკუთნება დიდ ხელოვნებას, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნებაა. ვაფასებ ყველა ილუზიონისტს, რომელიც პროფესიულად და პატიოსნად ემსახურება საილუზიო ხელოვნებას. ცხადია, ილუზიონისტმა უნდა იმუშაოს ფართო საზოგადოებისთვის, უფრო კი მათთვის, ვისაც ესმის ეს ხელოვნება. ილუზიონისტმა მაყურებელი არ უნდა […]

ზურა ვადაჭკორია გარდაიცვალა

ზურა ვადაჭკორია

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია 57 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ხელოვანი ერთი წლის წინ ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაში მოათავსეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ილუზიონისტს ექიმებმა ყველანაირი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ შეძლეს. ინფორმაცია ზურა ვადაჭკორიას გარდაცვალების შესახებ, მისმა გვერდმა გაავრცელა: “მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში, საქართველოში საილუზიო ხელოვნების დამაარსებელი, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა.”

ახალი ინფორმაცია ზურა ვადაჭკორიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას დასახმარებლად მისი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელოვანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. ის ინსულტის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში ერთი თვის წინ მოხვდა. ზურა ვადაჭკორიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება: “ზურაბ ვადაჭკორია უკვე თვეზე მეტია, რაც ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სიკვდილს ებრძვის. დღეს, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ესაჭიროება სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გადაყვანა, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. […]

“ზურა ვადაჭკორიას ჩვენი დახმარება ესაჭიროება”

ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას ჩვენი – საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. იგი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში წევს და აპარატზეა შეერთებული. მისი მეგობრები და კოლეგები ეტაპობრივად ავრცელებენ ინფორმაციას ილუზიონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შალვა ოგბაიძე ზურა ვადაჭკორიას დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს: “ზურა ვადაჭკორიას ჩვენი დახმარება ესაჭიროება. რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ.” ილუზიონისტის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად საქართველოს ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი: GE92BG0000000648707800 – მიმღები ზურა […]

“ეს სასწაულია!”

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია რამდენიმე კვირაა ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაშია მოთავსებული და აპარატზეა შეერთებული. მისმა მეგობრებმა მოუწოდეს საზოგადოებას, ილოცონ მისთვის, რომ ხელოვანმა გამოჯანმრთელება შეძლოს. კომპოზიტორმა ნანა დაუშვილმა ზურა ვადაჭკორიას გულშემატკივრებისთვის მის ჯანმრთელობაზე ახალი ამბავი გაავრცელა: “ჩემო მეგობრებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. ზურა ვადაჭკორიამ უკვე კრიზისი გადაიტანა, კიდურები აამოძრავა და რეაგირებს. ღმერთო, ეს სასწაულია. დიდება უფალს. ყველამ გავაგრძელოთ […]

“ვისაც ზურა ვადაჭკორიას ამბავი აინტერესებს”

ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია რამდენიმე დღეა ინსულტის დიაგნოზით უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში წევს. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები საზოგადოებას ლოცვისკენ მოუწოდებენ. თუ როგორია ამჟამად ცნობილი ქართველი ილუზიონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია ავრცელებს: “ვისაც ზურა ვადაჭკორიას ამბავი აინტერესებს. სტაბილურად მძიმედაა, მაგრამ ოდნავ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ჯერ ხელოვნურ სუნთქვაზეა, თუმცა დღეს თვალების გახელვა სცადა.”

“ვილოცოთ ზურა ვადაჭკორიასთვის”

რამდენიმე დღის წინ ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა და ის ექიმებმა აპარატზე მიაერთეს. მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი მოუწოდებს ყველას, ილოცონ ზურა ვადაჭკორიასთვის. მიხეილ ზაქარიაშვილი: “ვილოცოთ ზურა ვადაჭკორიასთვის, მეგობრებო, სხვა არაფერი დაგვრჩენია! ამ ზაფხულსაც ერთად ვმუშაობდით ურეკში მე და ზურა. ის ჩემი მეგობარია, ჩვენ მეგობრობის უამრავი წლები გვაკავშირებს და უკიდურესად გვჭირდება ლოცვების გაძლიერება, რომ გადარჩეს! […]

ზურა ვადაჭკორია რეანიმაციაში მოათავსეს

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხელოვანი რეანიმაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ინფორმაციას ილუზიონისტის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურა შარია ავრცელებს: “ღმერთმა ძალა მისცეს ჩვენ ძმას და მეგობარს, უნიჭიერეს ადამიანს, ილუზიონისტ ზურა ვადაჭკორიას!!! ინსულტით წევს რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმები ძალას არ იშურებენ, მაგრამ ძალიან კრიტიკული მდგომარეობაა. ღმერთმა გააძლიეროს!!!”