ზურა რთველიაშვილი

ძალიან კარგი ინიციატივა ზურა რთველიაშვილთან დაკავშირებით

ზურა რთველიაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

პოეტ ზურა რთველიაშვილთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივა გაჟღერდა – კულტურის სამინისტრომ პერფორმანსში ზურაბ რთველიაშვილის სახელობის პრემია დააარსა. ინციატივა პოეტის მეგობარს, მწერალ ირაკლი კაკაბაძეს ეკუთვნის. პირველი ფესტივალი შემოდგომაზე ჩატარდება. პრემია გამარჯვებულ ხელოვანს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეზე – 16 ოქტომბერს გადაეცემა. ფესტივალის მიზანი ქართული პერფორმანსის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციაა. მასში მონაწილეობის უფლება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანს ექნება.

სიმართლე ზურა რთველიაშვილზე

სიმართლე ზურა რთველიაშვილზე

პოეტ ზურა რთველიაშვილზე მისი მეუღლე ნინი ამირეჯიბი სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს დღეებს გვიზიარებს: “იმ ზურას, რომელსაც ნინა უყვარდა, ერთი საათიც უჭირდა ნინას გარეშე ცხოვრება. იმ ნინას, რომელსაც ზურა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, სწამდა, რომ ზურა უკვდავი იყო და შესაბამისად არც მას შეეძლო ზურას გარეშე ერთ საათზე მეტხანს თავისუფლად სუნთქვა. 192 საათზე მეტი გავიდა ზურას გარეშე და ამ 192 […]

ზურა რთველიაშვილის ოდა თავისუფლებას

ზურა რთველიაშვილის ოდა თავისუფლებას

პოეტ ზურა რთველიაშვილის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამხელა ენერგეტიკის ადამიანის ასე უეცარი წასვლა ამქვეყნიდან ნამდვილად დაუჯერებელია. “არტ ინფო” გთავაზობთ ზურა რთველიაშვილის ლექსს “ოდა თავისუფლებას”: “მზეო ამ სიზმრის, მზეო არა თავისუფლების, არყოფნის მზეო, ზავის მზეო, მზეო ყირმიზო, ასწიე თაჯი ცხელ კეფაზე სუნთქვა არ მყოფნის, რომ მკერდზე კვართი მოვიზომო და გავიზმორო. რევოლუციას შეგასწავლი სისხლის გარეშე, თოფის […]

პოეტი ზურა რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი ზურა რთველიაშვილი გარდაიცვალა

პოეტი ზურა რთველიაშვილი გარდაიცვალა. დიდი მონდომების და ბრძოლის მიუხედავად, 54 წლის შემოქმედი სიმსივნესთან დამარცხდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სამწუხარო ინფორმაცია მისმა მეუღლემ ნინო ამირეჯიბმა გაავრცელა: “ჩემი მარადიული სიყვარული უსასრულობაში წავიდა ღმერთებთან!”

დავეხმაროთ პოეტ ზურა რთველიაშვილს

დავეხმაროთ პოეტ ზურა რთველიაშვილს

პოეტი ზურა რთველიაშვილი უმძიმეს ბრძოლაში ერთვება. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ოჯახის წევრები და მეგობრები პოეტის შვედეთში გადაყვანას გეგმავენ. ალეკო შუღლაძე, მწერალი: “ჩემი ახალგაზრდობის მეგობარს, საოცრად კეთილშობილ პიროვნებას, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცნაირად მოულოდნელად, თავს ონკოლოგიური ავადმყოფობის რთული ფორმები დაატყდა და ზურას მძიმე ბრძოლა მოუწევს. მის გამძლეობაში და ძალისხმევაში ეჭვი არ […]

ზურა რთველიაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

ზურა რთველიაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

პოეტ ზურა რთველიაშვილს ექიმების დახმარება დასჭირდა. შემოქმედი თრომბის დიაგნოზით ავერსის კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაცია მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ ინტერნეტით გაავრცელა: “ქართული პოეზიის სინდისი და ნამუსი ზურა რთველიაშვილი თრომბის დიაგნოზით ავერსის კლინიკაშია. დიდი მადლობა თეა წულუკიანს გულისხმირებისთვის. ვიბრძვით ზურას სიცოცლის გადასარჩენად… ორი კვირა უფულობის გამო ვერ მივიდა კლინიკაში. გვიმალავდა. მაგრამ მაინც გამოჩნდა ჭირი. ვლოცულობთ ყველა.”