
რეჟისორ თემურ ჩხეიძის და მსახიობ ზურა ყიფშიძის ერთობლივი ვიდეო რეჟისორის 70 წლის იუბილეზეა გადაღებული. ჩანაწერს რეჟისორის შვილი, მსახიობი ეკა ჩხეიძე ავრცელებს. 5-წუთიან ვიდეოში კი იმაზე მეტია ნათქვამი, ვიდრე საჭიროა.
მსახიობების ლიკა ქავჟარაძის და ზურა ყიფშიძის ერთობლივი გადაღება რეჟისორ ევგენი გინზბურგის მიუზიკლში “არგონავტები” შედგა. 1986 წელს გადაღებულ ფილმში ლიკა მედეას როლს ასრულებს, ზურა ყიფშიძე კი – იაზონის. მსახიობები, რომლებსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, მაყურებლისთვის დღემდე ნომერ პირველ ხელოვანებად რჩებიან.
ქართული კინოს ულამაზეს მსახიობზე ლიკა ქავჟარაძეზე საინტერესო მგონება აქვს ზურა ყიფშიძეს: “კალმით ნახატი ლიკა, მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში… მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას. “როცა აყვავდა ნუშის” გადაღებისას გავიცანი, მე 17 წლის ვიყავი, ლიკა – 13-ის. პატარა სცენა ჰქონდა – ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი “ბანდა” – რა […]
ამბობს მსახიობი ზურა ყიფშიძე, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მის ნიჭიერებას აღიარებენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ჯერ კიდევ 1990 წელს თუმანიშვილის თეატრის გასტროლების დროს, ამერიკული გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” ზურა ყიფშიძეზე წერდა: “თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ თქვენი კევინ კოსტნერები და მელ გიბსონები, ხოლო ეს ბიჭი, ზურაბ ყიფშიძე – ყველას მტვერში აგორავებს.” მსახიობს საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, […]
ამ განცხადების ავტორი მსახიობ ზურა ყიფშიძის შვილი, მოდელი ლენუკა ყიფშიძეა: “საერთოდ ვერ ვიტან კომენტარების წერას და განხილვას საჯაროდ რაღაც რაღაცეების… პირველ რიგში მინდა, ეს ადამიანი ყველაზე კარგად მყავდეს და ჯანმრთელად. სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცეებს ძალიან შეეშალათ ზურასთან და ჩვენს ოჯახთან, არ იმსახურებს არანაირად… არა უშავს ყველა აგებს პასუხს, ღმერთი ხედავს ვინ ვინ არის და მიიღებს ყველა […]
მსახიობ ზურა ყიფშიძეს გულშემატკივარი ყველა თაობის მაყურებელში ჰყავს. მისი მონაწილეობით ახალ სპექტაკლსა თუ ფილმს უმრავლესობა დიდი ინტერესით ელოდება. „სად იწყება სიკეთე“ – ასე ჰქვია ახალ მხატვრულ-ანიმაციური ფილმს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაიღეს. ფილმში წმინდა ნიკოლიზისა და ბასილი დიდის ცხოვრების ისტორიაა მოთხრობილი, სადაც მთავარ როლს – სანდრო პაპას – ზურა […]
კინომსახიობთა თეატრი ბეერ შევას ფესტივალზე მაყურებლის წინაშე ზურა გეწაძის სპექტაკლით “მეფე ლირი” წარსდგა, სადაც მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ქართველებმა ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს ისრაელის მაცხოვრებლებს. სპექტაკლთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებს მანანა დუმბაძე გვიზიარებს: “ვამბობდი, ბეერ შევა დიდი თეატრალური ზეიმის მომსწრე გახდება-მეთქი და ასეც მოხდა და კიდევ უფრო მეტიც. ვინც […]
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მიშა გომიაშვილი გადაცემას “ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” ეხმაურება, რომელიც მამამისს მსახიობ არჩილ გომიაშვილს მიეძღვნა. მიშა გომიაშვილი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს მამამისის ვალი აქვს. საუბარია 1200 ლარზე, რომელსაც მსახიობი მინდობილობით იღებდა. მიშა გომიაშვილი: “ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” – დიდი მადლობა მთელ გადამღებ ჯგუფს! განსაკუთრებით ჩემს ძმას ზურა ყიფშიძეს!!! P.S. ძალიან კარგი აზრი დაგებადა ბათუმში ძეგლის […]
ბოლო დღეებია საზოგადოების ყურადღების ცენტრში მსახიობი ზურა ყიფშიძე მოექცა. მისი შვილის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, მამამისს არასათანადო ხელფასი აქვს. კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, ეს არის სპეკულაცია, რადგან ზურა ყიფშიძეს არ აქვს დაბალი ხელფასი და მისი ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ათასი ლარია: “მღელვარებაა სოციალურ ქსელებში და მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურაბ ყიფშიძის […]
მსახიობი ზურა ყიფშიძე ყველა დროში მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი ხელოვანია. მისი თეატრალური თუ კინოროლები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, რომ ქართველებს ზურა ყიფშიძე ძალიან უყვართ, ამის დასტურია ახალი სპექტაკლი “მეფე ლირი”, სადაც იგი მთავარ როლს თამაშობს. მაყურებლის მხრიდან ასეთი სიყვარულის მიუხედავად, მსახიობს სერიოზული პრობლემები აქვს. მას გულწრფელად აწუხებს ის ფაქტი, რომ მსახიობის შრომა არ ფასდება და ისინი […]