ჭდე: ზუგდიდის თეატრი

ზურაბ ანთელავას ახალი გამოწვევა

მსახიობ ზურაბ ანთელავას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კვაზი მანტკავას შესრულების შემდეგ, მისი პოპულარობა გაიზარდა და გულშემატკივართა დიდი არმიაც გაჩნდა. რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ანთელავა ამიერიდან ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წევრია. მსახიობს 100-მდე როლი აქვს შესრულებული თელავის თეატრის სცენაზე, მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში […]

აღადგინეთ სამსახურში ნიჭიერი მსახიობი – 5 შვილის მამა!

აღადგინეთ სამსახურში ნიჭიერი მსახიობი - 5 შვილის მამა

5 შვილის მამა, ზუგდიდის თეატრის ნიჭიერი მსახიობი ანდრო შამუგია თეატრის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა. ზუგდიდის თეატრის მსახიობთა დასის წევრებმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბადრი წერედიანს ღია წერილით მიმართეს და კოლეგის თეატრში დაბრუნება მოითხოვეს. წერილი მსახიობმა ირაკლი სამუშიამ გაავრცელა: “ბატონო ბადრი. გწერთ მსახიობთა დასის იმ წევრთა სახელით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თეატრის ისტორია. ისტორია, რომელსაც ჩვენ ერთად ვქმნით და ვუტოვებთ […]

ზუგდიდის თეატრს ანგრევენ

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას ანგრევენ. ამის მიზეზი შენობის უმძიმესი მდგომარეობაა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობა კარგა ხანია გაჩერებულია. თეატრის ხელმძღვანელობა კარგა ხანს ელოდა ინვესტორს, რათა შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი საფუძვლიანი შესწავლა მომხდარიყო. მოლაპარაკებების მიხედვით, ზუგდიდის თეატრი მთლიანად დაინგრევა და მის ადგილას ახალი შენობა აშენდება. სიძველეებიდან თეატრს მხოლოდ გარე იერსახე შეუნარჩუნდება.

ნიკოლოზ წულუკიძის ახალი თანამდებობა

ნიკოლოზ წულუკიძე

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე ფართო მაყურებელმა ტელევიზიიდან გაიცნო. იგი ტელეკომპანია “იმედზე” გადაცემა “კულინარიულ დუელს” უძღვებოდა, მოგვიანებით შუადღის გადაცემაში რუბრიკა “პერსონა” მიჰყავდა, სადაც ცნობილ ქართველ ხელოვანებზე სტუმრებთან ერთად საუბრობდა. თეატრმცოდნე ახლაც ტელეკომპანია “იმედში” მუშაობს, თუმცა ეს ხელს სულაც არ უშლის სხვა თანამდებობებზეც იმუშავოს. ნიკოლოზ წულუკიძე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ დაინიშნა. […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი გასტროლით ზუგდიდში მიემგზავრება. შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სპექტაკლის „მგზნებარე შეყვარებული“ პრემიერა 13 და 14 თებერვალს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შედგება. „მგზნებარე შეყვარებული“, რომლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, წარმოადგენს ორი თეატრის კო-პროდუქციას. მასში მონაწილეობენ როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის, ასევე ზუგდიდის თეატრის მსახიობები. სპექტაკლში მონაწილეობენ […]

ნილ საიმონის კომედია მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. ამერიკელი დრამატურგის ნილ საიმონის კომედიას „მგზნებარე შეყვარებული“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს. სპექტაკლის დამდგმელი მხატვარი მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ალექსანდრა ლორთქიფანიძე. სპექტაკლში მონაწილეობს ზუგდიდის თეატრის ორი მსახიობი მარინა დარასელია და მზევინარ ჩარგაზია და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები […]

“დაბრუნება” – სპექტაკლი, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის

8 ივლისს, 19 საათზე ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ზუგდიდის თეატრს უმასპინძლებს სპექტაკლით “დაბრუნება”… გეგა ქურციკიძის სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად დატოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას თქვენზე, სპექტაკლი, რომელიც ემოციის გარეშე ვერ ჩაივლის. “სპექტაკლში მეოცე საუკუნის ომის წლებია ასახული. ერთ ჩვეულებრივ, მხიარული გურული სოფლის მცხოვრებლებს, გაუსაძლისი სიდუხჭირე და შიში აფორიაქებთ. მამები ომში გაკრეფილან, ოჯახურ საზრუნავს ქალები […]

SOS! – ახალი ნგრევა ზუგდიდის თეატრში

თეატრალებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. თეატრის ხელმძღვანელობა და დასი სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. ამ მოლოდინში თეატრში არსებული ურთულესი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ინფორმაციას თეატრის მესვეურები ავრცელებენ: “8 მარტს ღამით, ჩამოინგრა ჭერი დირექციის მისაღებ ოთახში და დილით მისულ თანამშრომლებს დაგვხვდა ეს სამწუხარო რეალობა. აქვე გაცნობებთ, […]

ზუგდიდის თეატრი დაიხურა

მაშინ, როდესაც მთელი ქართული თეატრალური სამყარო 14 იანვარს ქართული თეატრის დღეს ანიშნავს და სპექტაკლებს თამაშობს, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაიხურა. თეატრის დახურვის მიზეზი იქ არსებული უძიმესი მდგომარეობაა. შენობა ავარიულია და შემოქმედებით ჯგუფს ურთულეს პირობებში უწევს მუშაობა. ზუგდიდის თეატრში 45 ადამიანი მუშაობს, მათგან 14 მსახიობია. თეატრის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მსახიობების, ტექნიკური პერსონალის და […]

ზუგდიდის თეატრში მდგომარეობა დამძიმდა

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო თეატრში მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი აცხადებს, თეატრის ისედაც სავალალო მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. ბადრი წერედიანი: “აღარ ვიცი რა ვქნა და რა ვუთხრა ჩემს მსახიობებს და ქალაქის მოსახლეობას. კიდევ ერთი სეზონის დასასრულს და ამ ყინვაში მსახიობებმა მაქსიმალური მოახერეს და მაყურებელმაც კიდევ ერთხელ არნახული თანადგომა გამოგვიცხადა… მაგრამ სადამდე? […]