ზაზა ურუშაძე

„მანდარინებს“ ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ

„მანდარინებს“ ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ

ზაზა ურუშაძის „მანდარინებს” ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ. ევროპარლამენტში ფილმის ჩვენება 29 ივნისს არის დაგეგმილი, 2 თვის შემდეგ კი „მანდარინებს” გაეროშიც ნახავენ. ზაზა ურუშაძე, ფილმის რეჟისორი: – ფილმის შესახებ მრავალი შეფასება გაკეთებულა. ერთ-ერთის მიხედვით „მანდარინებმა” მშვიდობის მიმართულებით პოლიტიკოსებზე მეტის გაკეთება შეძლო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია ის ჰუმანური მესიჯი, რომელიც ფილმში დევს. ფილმის საერთაშორისო წარმატების გარდა, ალბათ […]

,,მანდარინები’’ ისევ გამარჯვებულია

,,მანდარინები’’ ისევ გამარჯვებულია

“ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” ისევ გამარჯვებულია. ამერიკულ კინოთეატრებში წარმატებული ჩვენების შემდეგ, ქართულ-ესტონური კო-პროდუქცია ესპანურ კინოთეატრებშიც მოხვდა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “მანდარინები” ესპანური კინოგაქირავების ლიდერია: “მანდარინების” კიდევ ერთი წარმატება – ზაზა ურუშაძის ფილმი ესპანური კინოგაქირავების ლიდერია – პირველი ადგილი მაყურებლის დასწრების მხრივ. ვულოცავთ მთელ შემოქმედებით ჯგუფს!”

,,მანდარინებს” წითელი ხალიჩა მეორედ გაუფინეს

,,მანდარინებს" წითელი ხალიჩა მეორედ გაუფინეს

ზაზა ურუშაძის ფილმს “მანდარინები” წითელი ხალიჩა მეორედ გაუფინეს. ოსკარების 87-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მყოფმა ქართველებმა ყველაზე ამაღელვებელი გზა კიდევ ერთხელ გაიარეს. წითელი ხალიჩის გაყოლებაზე გამოიფინა ფოტოები, რომელიც ქართველების ოსკარზე ვიზიტს ასახავს. ხელოვნების სასახლემ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად ოსკარზე ნომინირებული ფილმის “მანდარინების” ქართველ მსახიობებს უმასპინძლა. ფილმის შემოქმედებით ჯგუფს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს და სპეციალური ღონისძიება მიუძღვნეს. სასახლის […]

ზაზა ურუშაძე: ”უსამართლობა არ მომხდარა”

ზაზა ურუშაძე: ''უსამართლობა არ მომხდარა''

“მანდარინების” რეჟისორი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ “ოსკარზე” უსამართლობას ადგილი არ ჰქონია და “იდამ” სრულიად დამსახურებალდ მიიღო ოსკარი წლის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში: “ერთადერთი ფილმი, რომელსაც დარბაზი, ფეხზე ამდგარი ოვაციებით შეხვდა, იყო “მანდარინები”, თან ეს ორჯერ მოხდა. უბრალოდ, “იდაც” ძალიან კარგი ფილმია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლობა მოხდა. უკვე ის, რომ ჩვენ მსოფლიოს ხუთეულში ვიყავით დასახელებული, […]

ვინ დააფინანსა ზაზა ურუშაძე 250.000-ით?

ზაზა ურუშაძეს დეზინფორმაციას უვრცელებენ

“მანდარინების” შემოქმედებითი ჯგუფი ლოს ანჯელესშია. ოსკარების დაჯილდოების 87-ე ცერემონიალამდე რამდენიმე საათია დარჩენილი. ზაზა ურუშაძეს ოფიციალურად გადაეცა სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს ”მანდარინების” ნომინირებას საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში. თბილისში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ 250.000 ლარი მიიღო. ინფორმაციას რეჟისორი ქეთი დოლიძე ავრცელებს: “მოგვიანებით, მინდა ერთ ადამიანს მადლობა გადავუხადო. არ მიყვარს, როდესაც სიკეთეს არ აღნიშნავენ. როგორც სარწმუნო […]

“მანდარინები” დააჯილდოვეს

"მანდარინები" დააჯილდოვეს

ზაზა ურუშაძის “მანდარინები” წარმატებაზე წარმატებას აღწევს. ოსკარებამდე რამდენიმე დღით ადრე ფილმი კიდევ დააჯილდოვეს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ქართულ-ესტონური კოპროდუქცია კიდევ ერთი პრიზის მფლობელი გახდა. “მანდარინები” საერთაშორისო პრესის აკადემიამ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის სატელიტით დააჯილდოვა. – გილოცავთ ყველას ამ მერამდენე უკვე აღარ მახსოვს ჯილდოს. ოსკარამდე დარჩენილია ნახევარი ნაბიჯი, – აცხადებს ფილმში ერთ-ერთი როლის შემსრულებელი მიშა მესხი. ზაზა ურუშაძის […]

საქართველო ბერლინალეზე სპეციალური პროგრამით წარსდგა

საქართველო ბერლინალეზე სპეციალური პროგრამით წარსდგა

ბერლინი საერთაშორისო კინოფესტივალს 65-ედ მასპინძლობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მიწვეულ სტუმართა შორის არის საქართველოც. ეროვნული კინოცენტრი ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე წელს მეათედ წარსდგა. კინობაზრობაზე გაიხსნილია საქართველოს სტენდი, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება ფესტივალისა და ბაზრობის სტუმრებს და კინოპროფესიონალებს ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ასევე ახალი ქართული ფილმების და განვითარების სტრატეგიის შესახებ. საქართველოს […]

ზაზა ურუშაძე დააჯილდოვეს

ზაზა ურუშაძე ბოდიშს იხდის

“მანდარინების” რეჟისორი ზაზა ურუშაძე დააჯილდოვეს. ქართველი რეჟისორი, რომლისთვისაც ბოლო პერიოდი განსაკუთრებით წარმატებულია, კიდევ ერთი საპატიო პრიზის მფლობელი გახდა. მას ჟურნალმა “ეგო” ტრადიციულ დაჯილდოების ცერემონიალზე მიანიჭა წლის საუკეთესო რეჟისორის წოდება და სპეციალური პრიზიც გადასცა. ეს სასიამოვნო ინფორმაცია მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “ზაზა ურუშაძეს ვულოცავ ჟურნალ “ეგოს” მიერ დაწესებულ ნომინაციებში წლის საუკეთესო რეჟისორის პრიზს, ნინო […]

როგორია ’’მანდარინების’’ შანსები ოსკარზე?

როგორია ’’მანდარინების’’ შანსები ოსკარზე?

ეროვნული კინოცენტრი “მანდარინებთან” დაკავშირებით ახალ პუბლიკაციას აქვეყნებს. ამჯერად ზაზა ურუშაძის ნამუშევარზე დამოუკიდებელი პუბლიცისტი ჰოლივუდში ტატიანა დეტლოფსონი საუბრობს. პროდიუსერი ივო ფელტი ამბობს, რომ ტატიანა დეტლოფსონს ლომის წვლილი მიუძღვის „მანდარინების“ წარმატებაში ამერიკაში. ვინ არის ტატიანა დეტლოფსონი? ის არის ცნობილი დამოუკიდებელი პუბლიცისტი ჰოლივუდში. მისი მიზანია უცხოენოვანი ფილმების წარდგენა ოსკარზე ან, სულ მცირე, ოქროს გლობუსის ნომინაციაზე. ამაში ტატიანა წარმატებას […]

ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს ხელოვნების ქურუმი გადასცეს

ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს ხელოვნების ქურუმი გადასცეს

ქართველ კინორეჟისორებს ზაზა ურუშაძეს და გიორგი ოვაშვილს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო ხელოვნების ქურუმი გადაეცათ. რეჟისორებმა ეს ჯილდო საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღეს. მათი დაჯილდოების ცერემონიაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავად გამართულ სპეციალურ მიღებაზე მთავრობის მეთაურმა და კულტურის მინისტრმა გადამღებ ჯგუფსა და კინოხელოვანებს უმასპინძლეს. ოსკარზე წარსადგენი უცხოენოვანი […]