ვასო ფხაკაძე

ბესო ზანგური ვასო ფხაკაძეს უპირისპირდება

ბესო ზანგური ვასო ფხაკაძეს უპირისპირდება

რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური იუმორისტ ვასო ფხაკაძეს უპირისპირდება: “ვასკა ფხაკაძე! ვასიკოი! ვასიკო ფხაკაძის დასაცინი და იმიტირებული რომ იქნება ჩხიკვაძე, სტურუა და რუსთაველის თეატრი და, საერთოდ, ბევრ ხეპრეს და სოფლელს რომ ვუყადრებთ თავს შინ თუ გარეთ, ესეც ჩვენი ბრალია. საერთოდ, სოფლელი არ ნიშნავს ტერიტორიულად სხვაგან მცხოვრებს. სოფლელობა ისაა, ვინც მასე ზომავს, მაგრამ ვირეშმაკა სოფლელის ერთადერთი […]

ბაკურ სვანიძე ვასო ფხაკაძის წინააღმდეგ

ბაკურ სვანიძე ვასო ფხაკაძის წინააღმდეგ

ბაკურ სვანიძე იუმორისტ ვასო ფხაკაძეს აკრიტიკებს. ერთ დროს კოლეგებს შორის შავმა კატამ მას შემდეგ გაირბინა, რაც “რუსთავი 2”-ზე ერთობლივი მუშაობის შემდეგ მათი გზები გაიყო. ბაკურ სვანიძე ვასო ფხაკაძის განცხადებამ გააღიზიანა: ”USA? Europe? “დაგასკლინტათ” ორ თავიანმა არწივმა თავზე და ქენით რამე! Russia is an occupier!” ბაკურ სვანიძე: “აუ, მითხარით ვინმემ რომ ეს მონტაჟია და ფეიკია რა! […]

ვასო ფხაკაძე გაქურდეს

ვასო ფხაკაძე გაქურდეს

“კომედი შოუს” მსახიობი ვასო ფხაკაძე გაქურდეს. შემთხვევა ბაგების დასახლებაში მოხდა. დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე უცნობმა პირებმა მანქანები გაძარცვეს და დააზიანეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვასო ფხაკაძე ბოროტმოქმედების მსხვერპლია. ბოლო პერიოდში მისი მანქანა უკვე სამჯერ გაქურდეს. იუმორისტის მანქანიდან საწვავი მოიპარეს, თუმცა რა რაოდენობის საწვავი აქვთ წაღებული ბოროტმოქმედებს, უცნობია. ინფორმაცია ”რუსთავი 2-მა” გაავრცელა.

ვასო ფხაკაძე ორგზის მამაა

ვასო ფხაკაძე ორგზის მამაა

კომედი შოუს მსახიობი ვასო ფხაკაძე მამა გახდა. ეს ბედნიერება იუმორისტმა მეორედ განიცადა. ვასოს და მის მეუღლეს, მოდელ ლიკუნა მეტრეველს პატარა 18 მაისს ჩაჩავას კლინიკაში შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ახალშობილს მშობლებმა ნიტა დაარქვეს. ვასოსთვის და ლიკუნასთვის ეს მეორე შვილია. წყვილს 2 წლის ნინა ჰყავს.

ვასო ფხაკაძე მამა გახდა

ვასო ფხაკაძე მამა გახდა

“კომედი შოუს” მსახიობი, იუმორისტი ვასო ფხაკაძე მამა გახდა. 20 თებერვალს მას და მის მეუღლეს ლიკა მეტრეველს პირველი შვილი ეყოლათ. მშობლებმა პატარას ნინა დაარქვეს. დედა შვილი თავს კარგად გრძნობს. ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი გასული წლის აპრილში დაქორწინდნენ. ვასომ, რომლის დაოჯახება ლამის ეროვნულ პრობლემად იქცა, როგორც იქნა იპოვა თავისი მოსაწონი გოგონა და მასთან ერთად ოჯახის შექმნა […]