ჭდე: ვასილ ჩიგოგიძე

“გამარჯობა ხალხო!”

15 ივლისს, 19 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის კულმინაციაა. ლიტველი და ქართველი მსახიობები მაყურებელს ერთობლივ სპექტაკლს შესთავაზებენ. “გამარჯობა ხალხო!” ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლია, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ მიხედვით არის დადგმული. სპექტაკლში თითქმის მთელი დასი მონაწილეობს სამივე თაობიდან. ოზურგეთის თეატრი, ერთგვარად ცდილობს რეპერტუარში დაამკვიდროს მშობლიური და […]

გურამ დოჩანაშვილი ოზურგეთის თეატრში

"ქალი მამაკაცის ნეკნიდან იშვა... გვერდიდან - რომ კაცს ყოველთვის გვერდში ჰყავდეს!"

ქართული ლიტერატურის ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული გურამ დოჩანაშვილი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრშია. თეატრი რიგით მერვე პრემიერას გამართავს და მაყურებელს შესთავაზებს მწერლის მოთხრობის “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს. წარმოდგენაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ რეჟისორ ოთარ კუტალაძესთან ერთად იმუშავა, ინსცენირების ავტორი ზურაბ კანდელაკია, სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, მუსიკალური გამფორმებელი გოგა მახარაძეა. […]

,,ანტიგონე’’ ოზურგეთის თეატრშია

ჟან ანუის “ანტიგონე” ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა. მსოფლიოში აღიარებული დრამატურგის ჟან ანუის “ანტიგონე” ოზურგეთის თეატრის 147 წლის ისტორიაში პირველად განხორციელდა. 30 აპრილს და პირველ მაისს თეატრში საპრემიერო ჩვენებები მოეწყობა. ქართულ სცენაზე კარგად აპრობირებულ პიესაზე ოზურგეთის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელმა საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ იმუშავა. სპექტაკლის მხატვარია გია გვიჩია, მუსიკალური […]