ჭდე: ვარძია

ვარძია და ბოდბე ფრანგი გამომცემლების ეპიცენტრში

ვარძია და ბოდბე ფრანგი გამომცემლების ეპიცენტრში

ქართული ეკლესია-მონასტრებით დიდი ხანია უცხოელები აქტიურად დაინტერესდნენ. ამის დასტური ჩვენს ქვეყანაში მომრავლებული ტურისტებია, რომლებიც ქართული კულტურით, ბუნებით თუ სტუმარმასპინძლობით აღტაცებულნი არიან. ქართული ეკლესია–მონასტრები არაერთხელ მოხვდა უცხოური ტელევიზიებისა თუ გამოცემების ეპიცენტრში. ამჯერად საფრანგეთში გამოიცა წიგნი “ევროპის მონასტრები”, სადაც ორი ქართული მონასტერია შესული – ვარძია და ბოდბე. წიგნთან ერთად მომზადდა სპეციალური ფილმიც ამ მონასტრების შესახებ, რომელიც ევროპის […]

ვარძიის შესასვლელში კატასტროფა ხდება

ვარძიის შესასვლელში კატასტროფა ხდება

ვარძიის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, რომელსაც ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი კატასტროფას უწოდებს: “კატასტროფა ვარძიის შესასვლელში – რაღაც ბლოკის ორსართულიანი ხუხულა შენდება.” ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გია ჯანაშვილის ფოტოები გაავრცელა, სადაც ვარძიაში მიმდინარე სამუშაოებია აღბეჭდილი: – არც არქიტექტორი ვარ და არც ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, – ასეთი წარწერა დაურთო ფოტოებს ავტორმა.

საქართველო – ქვეყანა, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაურო

საქართველო - ქვეყანა, სადაც აუცილებლად უნდა იმოგზაურო

უძველესი ქართული კულტურა, დაუვიწყარი მრავალხმიანი ფოლკლორი, ათასწლოვანი ღვინო, უგემრიელესი კერძები, დაუჯერებელი სტუმართმოყვარეობა, ულამაზესი ეკლესია-მონასტრები, თვალისმომჭრელი ბუნება – ეს არის მიზეზები, რის გამოც იტალიელები საქართველოს აუცილებლად მოსანახულებელ ქვეყნად თვლიან. ერთ-ერთმა იტალიურმა ვებგვერდმა დაასახელა ის 10 ძირითადი მიზეზი, რის გამოც ტურისტმა საქართველო აუცილებლად უნდა მოინახულოს: 1. ულამაზესი ქართული სიმღერა; 2. ქართული სამზარეულო; 3. კავკასიონი; 4. თბილისი; 5. […]

თამარ მეფის პირვანდელი ფრესკა ვარძიაში

თამარ მეფის პირვანდელი ფრესკა ვარძიაში

გასული წლის 31 ოქტომბერი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ვარძიის უნიკალური ძეგლისთვის – მომხდარი ხანძრის დროს დაზიანდა ღვთისმშობლის ტაძარში მდებარე ფრესკები. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის – თამარ მეფის ფრესკა, რომელიც ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში მდებარეობს, პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფის მიერ გაწეული 9 თვიანი სამუშაოების შედეგად ტაძარში თამარ მეფის ფრესკამ ხანძრამდელი მდგომარეობა თითქმის აღიდგინა. […]

“ჩვენთან მადლობის თქმა ენანებათ”

"დიახ, მე და შენ ავაშენეთ ეს ნაღმზე მჯდომი ქალაქი!"

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ვარძიის ფრესკების ფოტოებს აქვეყნებს რესტავრაციის შემდეგ და საზოგადოებას მეტი დადებითი ინფორმაციის მოსმენას და ადამიანებისთვის მადლობის თქმას ურჩევს. გიორგი კალანდია: “დიახ, გმირები არიან ჩვენი მეხანძრეები, მაგრამ ასეთივე გმირები არიან ის რესტავრატორებიც, რომლებმაც ნახაძრალის ჭვარტლს და კვამლს გამოსტაცეს ეს გაუხუნარი ფერები, ეს ძვირფასი სახეები. ჩვენთან მადლობის თქმა ენანებათ, სკანდალების გაზიარება უფრო უხარიათ, […]

გერგეტის ტაძარი რჩეულია

გერგეტის სამებაში იატაკი აყარეს

ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი – გერგეტის ტაძარი რჩეულია. ცნობილი უცხოური ტურისტული ვერ გვერდი Tripadvizor მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობების შესახებ აწვდის დეტალურ ინფორმაციას და აძლევს რჩევებს სად და როგორ იმოგზაუროს. სწორედ ამ ვებ გვერდმა გამოაქვეყნა 10 ყველაზე მნიშნვნელოვანი ადგილი ჩვენი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოში მოგზაურობისას ნებისმიერი ტურისტი უნდა ეწვიოს. ჩამონათვალში პირველი ადგილი გერგეტის სამებამ დაიკავა. […]

ვარძია ვიზიტორებისთვის დაიხურა?

აღმოჩენა ვარძიაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ ნაკრძალის დროებითი დახურვის შესახებ მასობრივ მედია საშუალებებში და სოციალური ქსელებში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ტურისტულ კომპანიებს, მუზეუმ ნაკრძალის მონახულებით დაინტერესებულ უცხოელ ვიზიტორებსა და საქართველოს მოქალაქეებს სრული პასუხისმგებლობით უცხადებენ, რომ მუზეუმ […]

საპატრიარქოს განცხადება ვარძიის ხანძართან დაკავშირებით

საპატრიარქოს განცხადება ვარძიის ხანძართან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “ა.წ. 2 ნოემბერს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ მასმედიის საშუალებით უკვე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ამ თემასთან მიმართებაში საზოგადოების შეშფოთება და ინტერესი ბუნებრივია და ჩვენც მათთან ერთად კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულის ტკივილს მომხდარის გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავიდანვე აშკარად გამოიკვეთა […]

“რამდენი ძეგლი უნდა გააოხრონ?”

"რამდენი ძეგლი უნდა გააოხრონ?"

ვარძიაში მომხდარმა ხანძარმა დღის წესრიგში დააყენა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოების მაქსიმალურად გამკაცრების საკითხი. ადგილზე უკვე მუშაობენ რესტავრატორები და უნიკალური ფრესკების პირვანდელი სახით აღდგენისთვის თავს არ ზოგავენ. ტაძარში გაჩენილმა ცეცხლმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ინტერნეტმომხმარებელი მარინა ქვარიანი ამ თემას ასე ეხმაურება: – ვარძიაში, სადაც ფოტოს გადაღებას კატეგორიულად გიკრძალავენ, შარვლიანი ქალი, რომელიც “სძაგს უფალს”, ლამის ანათემას გადასცენ, […]

“არ მინდა ერთი უკუდურესობიდან მეორეში გადავარდეთ!”

"დიახ, მე და შენ ავაშენეთ ეს ნაღმზე მჯდომი ქალაქი!"

ამ განცხადებას ისტორიკოსი გიორგი კალანდია აკეთებს და სასულიერო პირებსა და ძეგლის დამცველებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გიორგი კალანდია: “არ მინდა ერთი უკუდურესობიდან მეორეში გადავარდეთ! არ მინდა ვარძია გამოვშიგნოთ სულიერებისაგან და არც ის მინდა, რომ იგი მხოლოდ სასულიერო მოღვაწეთა განკარგვის ობიექტი იყოს. არ მინდა ვარძიაში ლოცვა არ ისმოდეს, მაგრამ არც ის მინდა რომ მისი უნიკალური ქვაბებიდან “ფეჩის ტრუბები” […]