ვახუშტი კოტეტიშვილი

არაჩვეულებრივი წერილი ვახუშტი კოტეტიშვილზე

არაჩვეულებრივი წერილი ვახუშტი კოტეტიშვილზე

პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილზე არაერთი წერილი დაწერილა, თუმცა ფოლკლორისტ ამირან არაბულის ჩანაწერი, ნამდვილად გამორჩეულია: “ლექსი ხომ თავისთავად, მრავლისმთქმელია მინაწერიც: “11/IX-2003 წ. ირაკლი სურგულაძის დაკრძალვის დღე” “სიცოცხლე ვისთვის ტანჯვაა, ვისთვის კი – ნათლის სვეტია, ზოგი ბევრ წლებსაც ვერ ჰკმარობს, ზოგისთვის – ცოტაც მეტია. ჩემი ნატანჯი ტანიდან სული ვერ ამოეტია, ამ ტიალ წუთისოფელში თურმე სიკვდილიც ბედია.” – ვახუშტი […]

ვახუშტი კოტეტიშვილის სასწაული

ვახუშტი კოტეტიშვილის სასწაული

ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი ფართო საზოგადოებამ პირველად როგორც სპარსული პოეზიის მთარგმნელი გაიცნო. პოეტი ნომადი ბართაია ვახუშტი კოტეტიშვილთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს ამბავს იხსენებს: “ვახუშტი კოტეტიშვილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად, როგორც სპარსული პოეზიის ბრწყინვალე მთარგმნელი, წარდგა. მის მიერ სპარსულიდან გადმოღებული ლექსები კეთილხმოვანებით ზოგჯერ სჭარბობენ კიდეც დედანს. აი, ერთი მაგალითი: ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე, დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით […]

ვახუშტი კოტეტიშვილის კაფია

ვახუშტი კოტეტიშვილის კაფია

პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილის კაფიები მისი შემოქმედების მოყვარულებში დიდი მოწონებით სარგებლობს. კაფია, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ შემოქმედმა ფშავში ერთ ოჯახში სტუმრობისას წარმოთქვა. ფშაველმა ქალმა ცარო ლაშქარაშვილმა ვახუშტის კაფია უპასუხოდ არ დატოვა: “ვახუშტიმა თქვა: ცხოვრებამ ბევრჯერ დამასვა დაღები, ბევრი ფიქრი და ოცნება გამიხმო როგორც ყანები, მაინც კი გავიჯეჯილე ამ ქვეყნის იალაღები, იმათზე ლაღი ვიყავი თავ რო ეგონათ […]

ვახუშტი კოტეტიშვილი – პოეტი, რომელიც ჭაბუკი დაბერდა

ვახუშტი კოტეტიშვილი - პოეტი, რომელიც ჭაბუკი დაბერდა

ვახუშტი კოტეტიშვილი იყო პოეტი, რომელიც მისი მეუღლის, მზეო გოგოჭურის თქმით, ჭაბუკი დაბერდა და ჭაბუკი გარდაიცვალა. მისი თქმით, ბატონი ვახუშტისთვის სამშობლო განსაკუთრებული იყო და ამას თავის შემოქმედებაშიც ასახავდა. ის თავის სატკივარს პოეზიაში აქსოვდა და ასე მიჰქონდა სათქმელი მკითხველამდე. როგორც ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე მზეო გოგოჭური ამბობს, მას გამთლიანებული საქართველო უყვარდა და არა კუთხეებად დაყოფილი და დაქუცმაცებული: “ყველა […]

სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი – ვახუშტი კოტეტიშვილი

სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი - ვახუშტი კოტეტიშვილი

“სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი მოჰგვანან უეცრად დაბნეულ მძივებს, მძიმე არასდროს არ არის წერტილი წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე.”

ვახუშტი კოტეტიშვილი: “წერტილის დასმა ყოფილა მძიმე”

ვახუშტი კოტეტიშვილი: "წერტილის დასმა ყოფილა მძიმე"

ასე მიაჩნდა ფოლკლორისტ ვახუშტი კოტეტიშვილს და მის სიტყვებში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი: “როგორ გავუძლო ჩავლილ სიყვარულს, ზაფხულის მზეს და სუსხიან წვიმებს, ცხოვრებას მძიმეს, ოდნავ მიქარულს ხან გამართულ და ხან აშლილ სიმებს… არ უყვარს ღმერთსაც უღმერთოდ ჯვარცმა, უნდა გიყვარდეს ამქვეყნად ვინმე, ხშირად მინდოდა წერტილის დასმა, მაგრამ წერტილი ყოფილა მძიმე. სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი მოჰგვანან უეცრად დაბნეულ […]

9 აპრილი ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებებში

სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი - ვახუშტი კოტეტიშვილი

1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს რუსულ ტანკებს და ალესილ ნიჩბებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. 9 აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილე პოეტი და ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი, ამ ტრაგიკულ დღეს ასე იხსენებდა: “საქართველო გლოვობს, მერამდენედ გლოვობს უდანაშაულოდ დაღუპულ შვილთა უმანკო სისხლს? მერამდენედ გაისმის დაგვიანებული ბოდიში უნუგეშო ჭირისუფალთა მიმართ? ვთქვათ, გაფიცულთა ზოგიერთი […]

ვახუშტი კოტეტიშვილი: “გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი!”

სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი - ვახუშტი კოტეტიშვილი

გავიბითურეთ სამშობლო, მართლაც სამოთხის სადარი. სხვა საქართველო კი არა, თვით საქართველო სად არი?! – ეს არის “მკაფიო კაფია”, რომელიც ფოლკლორისტმა, მთარგმნელმა და პოეტმა ვახუშტი კოტეტიშვილმა 1994 წელს დაწერა. სამწუხაროდ, ეს კაფია დღითი დღე სულ უფრო აქტუალური ხდება და ჩვენს რეალობას ყველაზე მეტად შეეფერება. საუყედუროდ, საქართველოს გაბითურება გრძელდება და არავინ იცის, როდის დასრულდება. “არტინფო” ცნობილი პოეტის […]

ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილე პოეზიის საღამოთი აღინიშნება

ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილე პოეზიის საღამოთი აღინიშნება

ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, მთარგმნელისა და პოეტის ვახუშტი კოტეტიშვილის იუბილეს ხალხური პოეზიის საღამო მიეძღვნება. წელს ვახუშტი კოტეტიშვილს 80 წელი შეუსრულდებოდა. მისი იუბილე დაგვიანებით, მაგრამ მაინც აღინიშნება. 10 დეკემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები, ინდივიდუალური და ჯგუფური შემსრულებლები – მელექსეები, მომღერლები, მოცეკვავეები, იუმორის ოსტატები. […]

რაში ადანაშაულებდნენ ვახუშტი კოტეტიშვილს?

სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი - ვახუშტი კოტეტიშვილი

2015 წელი ვახუშტი კოტეტიშვილისთვის საიუბილეოა. მისი დაბადებიდან 80 წელი შესრულდა. ვახუშტი კოტეტიშვილი თავისი შემოქმედებით და საქმიანობით ყოველთვის გამორჩეულ სიმაღლეზე იდგა, თუმცა მას არც გაკიცხვა აკლდა. ლიტერატორს და მთარგმნელს ახალგაზრდების გარყვნასაც აბრალებდნენ. უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის მაინც ღმერთის მადლობელი იყო. “არტინფო” ვახუშტი კოტეტიშვილს გაგახსენებთ. *** “უცნაური, ახირებული კაცი ვარ. ჩემი მოღვაწეობის სფერო რამდენიმეა – თარგმანი, ორიგინალური […]