ჭდე: ვახტანგ კახიძე

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზე

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზე

კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე მილანში ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე 14 ოქტომბერს წარსდგება. ლა სკალას თეატრის კამერული ორკესტრი მეორედ შეასრულებს ვახტანგ კახიძის ნაწარმოებს ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის – “Bრუდერსცჰაფტ”, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და დღემდე წარმატებით სრულდება მსოფლიოს წამყვან სცენებზე. ეს ნაწარმოები წელს ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი” ლა სკალას კამერულმა ორკესტრმა შეასრულა. 14 ოქტომბრის […]

ხატია ბუნიათიშვილი თბილისურ კონცერტზე გიწვევთ

ხატია ბუნიათიშვილი თბილისურ კონცერტზე გიწვევთ

პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მისი შემოქმედების გულშემატკივრებს თბილისურ კონცერტზე იწვევს. 28 სექტემბერს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში პიანისტის კონცერტი გაიმართება. ხატიასთან ერთად დაუკრავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი და მას ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.

ვახტანგ კახიძე დააჯილდოვეს

ვახტანგ კახიძე დააჯილდოვეს

დირიჟორი და კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე დააჯილდოვეს. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლატვიაში „იან დუმინსის ხსოვნის მხარდაჭერის“ თანამეგობრობის ჟიურისგან ყოველწური „შთაგონების ისტორიის“ ჯილდო გადაეცა. ლატვიელი დირიჟორისა და ქორმაისტერის, იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდო „შთაგონების ისტორია“ დირიჟორებს, გუნდებს, მევიოლინოებსა და მომღერლებს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისა და განვითარებისთვის 2015 წლიდან გადაეცემა. დაჯილდოების […]

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლი ისრაელში

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში სრული ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ, პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მაესტრო ვახტანგ კახიძესთან, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. კონცერტების სერია დაგეგმილია სამ ქალაქში – ჰერცლიაში, აშდოდსა და იერუსალიმში. აღსანიშნავია, რომ 10 დეკემბერს, ქალაქ იერუსალიმის თეატრში გამართული კონცერტი შოთა რუსთაველის 850 […]

გიორგი მიქაძისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი

აშშ-ში მოღვაწე, ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე თბილისში კონცერტს გამართავს. კვირას, 4 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩატარდება. ორკესტრს ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. საღამოზე შესრულდება ვახტანგ კახიძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ჯორჯ გერშვინის “ცისფერი რაფსოდია” ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, იგორ სტრავინსკის სუიტა ბალეტიდან “ფასკუნჯი” და ჯორჯ გერშვინის […]

ვახტანგ კახიძე დუმილს არღვევს

ვახტანგ კახიძე ლა სკალას სცენაზე

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე დუმილს არღვევს. ბოლო დღეებში ვახტანგ კახიძის და ნიკოლოზ რაჭველის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. ურთიერთბრალდებების და კომპრომატების დაუსრულებელმა კასკადმა საზოგადოება გაურკვევლობაში ჩააგდო. ვახტანგ კახიძემ საბოლოოდ გადაწყვიტა ყველა იმ ბრალდებისთვის პასუხის გაცემა, რომელიც მისი მისამართით ბოლო პერიოდში გავრცელდა. ვახტანგ კახიძე: “არასდროს ამ თემაზე არ მისაუბრია. გადავწვიტე ვუპასუხო უამრავ […]

ჯანსუღ კახიძის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ვახტანგ კახიძისა და ნიკოლოზ რაჭველის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: “პატივცემულო საზოგადოება, ვინაიდან ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელსა და ტელე სივრცეში მიმდინარეობს აქტიური განხილვა ე.წ. “დაპირისპირებისა” დირიჟორებს შორის, რომელსაც საფუძვლად დაედო 2013 წლის მიმოწერა კულტურის სამინისტროსა და ჯ.კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს შორის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ამ მიმოწერის სრული ვერსია […]

ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ვახტანგ კახიძის წერილი გაასაჯაროვა

გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა ქართულ მუსიკალურ სამყაროში. ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძეს დაუპირისპირდა და გაასაჯაროვა ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც კახიძემ კულტურის სამინისტროს მისწერა. მაესტრომ რაჭველი უგემოვნო, არაპროფესიონალ და უნიჭო ადამიანად შერაცხა. მოგვიანებით ვახტანგ კახიძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში განაცხადა, რომ პასუხს აგებს წერილში დაწერილ თითოეულ სიტყვაზე და პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ვრცელ კომენტარს ამ საკითხზე კი […]

“დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება…”

საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ნინო ნახუცრიშვილი: “დღეს რაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თავს ხდება – ეს არ არის არც პოლიტიკური განაცხადი და არც არავის მიმართ დაპირისპირების მცდელობა… მე, როგორც საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის მენეჯერმა, არაერთხელ ვეცადე ცივილური ურთიერთობა დამემყარებინა და მეთანამშრომლა ჯანსუღ კახიძის სახელობის […]

“ნიკოლოზ რაჭველს დახმარება სჭირდება”

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი ნიკოლოზ რაჭველის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ვახტანგ კახიძე რაჭველს უნიჭოს, უგემოვნოს და არაპროფესიონალს უწოდებს. სვიმონს მიაჩნია, რომ უნიჭო ნიკოლოზ რაჭველსაც სჭირდება დახმარება და სახელმწიფო ორკესტრსაც. სვიმონ ჯანგულაშვილი: “ძალიან დამწუხრებული ვარ იმის შემდეგ, რაც ეს ფოტო ვნახე. ჩემს გულში არსებული ამ ადამიანის პიროვნება და ხატება, მისი საუკეთესო მუსიკალური […]