ვახტანგ ჯავახაძე

ვახტანგ ჯავახაძე რუსეთზე

ვახტანგ ჯავახაძის ჰიმნი ქართველებს

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე რუსეთზე მოკლე, ერთსტროფიან მაგრამ მრავლისმომცველ ლექსს აქვეყნებს: “რუსეთი ადრე გვტაცებდა გვირგვინებს, ახლა საფლავებს გვიგინებს, არის ასეთი ქვეყანა – ბაკაკი წკალში კიკინებს!”

ვახტანგ ჯავახაძის ძალიან კარგი ლექსი

ვახტანგ ჯავახაძის ყველასთვის სასარგებლო რჩევა

პოეტ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებიდან რთულია ამოარჩიო ერთი განსაკუთრებული ლექსი, რადგან უმრავლესობა ძალიან კარგია. “არტ ინფო” გთავაზობთ პოეტის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია: “ბევრია, მაგრამ დედამიწაზე ისე არა ჩანს ძვირფასი კაცი, – როგორც არა ჩანს ტილო ძვირფასი, თუ არ იპოვნი საჭირო მანძილს. თუ არ იპოვნი საჭირო მანძილს, თუ არ იპოვნი საჭირო წერტილს, ქვეყნად ყველაზე ძვირფასი კაცი […]

ბესიკ ხარანაულის, ვახტანგ ჯავახაძისა და გელა ჩარკვიანის პროტესტი

ბესიკ ხარანაულის, ვახტანგ ჯავახაძისა და გელა ჩარკვიანის პროტესტი

პოეტებმა ბესიკ ხარანაულმა და ვახტანგ ჯავახაძემ და მწერალმა გელა ჩარკვიანმა ლიტერატურული პრემია “ლიტერადან” საკუთარი წიგნები მოხსნეს: “გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის.” – ნათქვამია გამომცემლობა “არტანუჯის” განცხადებაში. გამომცემლობა „ინტელექტმა“ კი ასეთი განცხადება გაავრცელა: “ჩვენი ავტორებისა და დიზაინერების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ პრემია „ლიტერადან“ ყველა […]

ვახტანგ ჯავახაძის მარტივი ჭეშმარიტება

ვახტანგ ჯავახაძის მარტივი ჭეშმარიტება

პოეტ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედება მარტივი ჭეშმარიტებაა – შემოქმედი იმ საკითხებს უძღვნის თავის სტრიქონებს, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესია: “სახლში წადი, ვანია! პეტერგოფში შადრევანთა დიდი არჩევანია, ბაიკალის სარკეებში მზე იცინის, ვანია. ეფინება ბოროდინოს მილიონი თოლია და ნაძვების სამოთხეში თოვლი უფრო თოვლია. სახლი უფრო სახლია და კრემლის გალავანიან სასახლეში ვანიათა სავანეა, ვანია. ალამაზებს სტეპებს ვოლგა: ყანა მოსამკელია, დგანან მთანი […]

ვახტანგ ჯავახაძის ყველასთვის სასარგებლო რჩევა

ვახტანგ ჯავახაძის ყველასთვის სასარგებლო რჩევა

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე ყველასთვის სასარგებლო რჩევას გვაძლევს: “ავიღოთ პური, მივუმატოთ მზე და ღიმილი… ცისარტყელები, ვარსკვლავებზე გადავამრავლოთ, ცრემლი და ეჭვი გამოვაკლოთ, თანაბრად გავყოთ, დავანაწილოთ, დავარიგოთ. და მერე ისევ ავიღოთ პური, მივუმატოთ მზე და ღიმილი…”

ვახტანგ ჯავახაძის ჰიმნი ქართველებს

ვახტანგ ჯავახაძის ჰიმნი ქართველებს

პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ ქართველებს ჰიმნი მიუძღვნა და მას “კაცია-ადამიანი!” უწოდა: “არ დაელია ლუარსაბების ქვეყანას პურის ჭამის საბაბი. უცხოვრია თუ უარსებია – ყველა ქართველი ლუარსაბია. მოხსნეს თამამი ანუ თავნება ბანკების ბანკი რესტორანებმა. ფიროსმანიან-წერეთელიან კედლებში ხმები ვერ ეტევიან: აკორდს დაეძებს გამა ამაოს: – საქართველოო, გაამოს!”

ვახტანგ ჯავახაძის ყველაზე გულწრფელი აღიარება

რთულია არ დაეთანხმო ვახტანგ ჯავახაძეს

პოეტ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებაში ძალიან ბევრია ისეთი ლექსი, რომელსაც წაიკითხავ და არასოდეს დაგავიწყდება, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია “ელეგია პირველი: ყელსაბამი” – რომელიც გარდაცვლილ მეუღლეს მიუძღვნა : “ვეჩვევი უშენობას!” მ უ რ მ ა ნ ლ ე ბ ა ნ ი ძ ე დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები. ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─ შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი, რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა, სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა. ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა, გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ. მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ, ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე. ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები, ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები. შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა, ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა. ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო, გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო. ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი, ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები. იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები, ენაცვლებიან სუფთა პროფილებს ─ პროფილის სამი მეოთხედები. ლაშას ─ და არა ლაშარის ─ ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი (ჯვარი ─ თაყვანის-საცემელია, როგორც წერია “სიტყვის კონაში). სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები, ახლა პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები, რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებს გიტარა, […]

ვახტანგ ჯავახაძის მიმართვა ბავშვებს

ვახტანგ ჯავახაძის მიმართვა ბავშვებს

უხუცესი პოეტი ვახტანგ ჯავახაძე ყველაზე საპატიო მკითხველს – ბავშვებს მიმართავს. 1971 წელს დაწერილი ორსტროფიანი ლექსით იგი მთელი ცხოვრების არსს აერთიანებს: “რა კარგები ხართ, ბავშვებო, ვიდრე გაივლის ბავშვობა, ვიდრე მზეს ეთამაშებით, ვიდრე მზე გეთამაშებათ, ვიდრე დაცხრებით კრავივით, ვიდრე დაცხრებით სავსებით, ვიდრე ბავშვობა გაივლის და… მშობლებს დაემსგავსებით.”

ვახტანგ ჯავახაძის თამამი განაცხადი

ვახტანგ ჯავახაძის თამამი განაცხადი

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე ხმამაღალ განაცხადს აკეთებს და მას სრულიად საქართველოს აცნობს: “კორონავირუსი ანუ დაეტიე სახლში! მინდა მუდამ ვიქართველო და არასდროს ვირუსო, რას გვერჩოდი, ჩინეთიდან მოგზავნილო ვირუსო, ვინ ვოლტერი გაიხსენა, ვინ დიდრო და ვინ რუსო: ვინც სახლში არ დაეტიოს, წიხლი მოხვდეს ვირისო! მე თუ მკითხავთ, არ მაქვს ალტერნატივა, ვინაიდან ნაღდი კანდიდატი ვარ. 88 წლის ვახტანგ ჯავახაძე”

რთულია არ დაეთანხმო ვახტანგ ჯავახაძეს

რთულია არ დაეთანხმო ვახტანგ ჯავახაძეს

პოეტ ვახტანგ ჯავახაძეს იმიტომაც ჰყავს ათასობით მკითხველს, რომ მისი შემოქმედება სიმართლეს ემსახურება: “ესე პარლამენტარი ქუჩაშიაც ნაგლია, და ქუჩაში არა მარტო მიკროფონი აკლია. უცებ – უმიკროფონო! – შიშველია! შიშველი! – არაფერი ეშველება, ისემც ღმერთი გვიშველის! და ფეხებსაც ვერვინ მოსჭამს, თუკი შემოგვიტია, იმ ფეხებსაც, რომელზედაც ეს ქვეყანა ჰკიდია. ერთის ნაცვლად დაიცავს ორი იმუნიტეტი: ღმერთმა კარგად უმყოფოს ოთხმოცი […]