უკრაინული ვოისი

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული ვოისის ფინალისტია

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული ვოისის ფინალისტია

უკრაინული “საბავშვო ვოისის” კონკურსანტი ალექსანდრე ზაზარაშვილი ფინალში მოხვდა. მან წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი ბრმა მოსმენიდან ნახევარფინალურ ბრძოლამდე და ყველა ტურში ატირა როგორც მწვრთნელები, ასევე მაყურებლებიც. ალექსანდრეს ნახევარფინალურმა გამოსვლამ მწვრთნელები და მაყურებელი მის ნიჭიერებაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა და რჩეულთა შორისაც ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრა. უკრაინული “საბავშვო ვოისის” ფინალი 7 ივლისს გაიმართება.

ალექსანდრე ზაზარაშვილის ტრიუმფი “უკრაინულ ვოისში”

ალექსანდრე ზაზარაშვილის ტრიუმფი "უკრაინული ვოისში"

ქართველი მომღერლის ალექსანდრე ზაზარაშვილის ტრიუმფი “უკრაინულ ვოისში” გრძელდება. მან ორ კონკურსანტთან ერთად რინგზე ბიონსეს ცნობილი ჰიტი “Halo” შეასრულა და მწვრთნელები ისევ ატირა. უნიჭიერესმა მომღერალმა პროექტის რინგი მოიგო და ნახევარფინალში გადავიდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული “ვოისის” ჟიური ატირა

ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული "ვოისის" ჟიური ატირა

ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული საბავშვო “ვოისის” ჟიური ატირა. მუსიკალური შოუს მეხუთე სეზონში ქართველმა მომღერალმა ბრმა მოსმენაზე სელინ დიონის ერთ-ერთი ჰიტი “All by myself” შეასრულა, ჟიურის ყველა წევრი შემოაბრუნა და მათი აცრემლებაც შეძლო. ალექსანდრემ ჟიურისთვის ქართული სიმღერა “ლალეც” შეასრულა და უკრაინელებს გული კიდევ უფრო აუჩუყა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ ”ვოისში”

უბრალოდ მოუსმინეთ

ოპერის მომღერლის ირაკლი კახიძის მიერ ქართველ რობერტინო ლორეტიდ შეფასებული ალექსანდრე ზაზარაშვილი სულ მალე უკრაინულ ვოისში მიიღებს მონაწილეობას. რუისელი ვირტუოზი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის თუ კონკურსის გამარჯვებულია. ის შარშან ქართულ “ნიჭიერშიც” მონაწილეობდა, სადაც ჟიურის ოთხივე წევრისგან ოთხი კი დაიმსახურა. ალექსანდრე ოქტომბრის თვეში უკვე უკრაინის ვოისში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარი უნიკალური ხმით უკრაინელებისთვის იმღერებს. მოგვიანებით კი ესპანეთში გაემგზავრება, […]

ნინი ცნობილაძის წარმატება უკრაინულ “ვოისში”

ნინი ცნობილაძის წარმატება უკრაინულ "ვოისში"

უკრაინული “ვოისის” მეშვიდე სეზონში ქართველი მომღერალი ნინი ცნობილაძე მონაწილეობს. მას პროექტის ბრმა ქასთინგზე პატაპი შემოუბრუნდა და ნინი უკრაინელი ხელოვანის გუნდის უკანასკნელი წევრი გახდა. ბრმა ქასთინგების დასრულების შემდეგ, მუსიკალურ შოუში ე.წ. რინგები დაიწყო, სადაც თითოეულმა მწვრთნელმა თავისი გუნდის წევრები დააწყვილა და დუეტში ამღერა, მათგან საუკეთესოები კი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. პატაპმა ნინისთან ერთად რინგზე ელვირა პანამარიოვა გამოიყვანა. […]

მებო ნუცუბიძის კიდევ ერთი წარმატება

მებო ნუცუბიძის კიდევ ერთი წარმატება

ქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე კვლავაც აგრძელებს წარმატებით გამოსვლას უკრაინულ “ვოისიში”. ბრმა ქასთინგისა და რინგის შემდეგ, ნოკაუტების ტური დადგა, სადაც ქართველი კონკურსანტის მოწინააღმდეგე მისი მწვრთნელის სვიატოსლავ ვაკარჩუკის გადაწყვეტილებით, ანდრეი პანტიუხი გახდა. მებო ნუცუბიძემ ნოკაუტების ტურიც მოიგო და ლაივკონცერტებში მონაწილეობის უფლება ღირსეულად მოიპოვა: “ესეც ამბავი იგი ნოკაუტისა. საშინლად არ მომწონს ეს სპორტული სახელების გარევა მუსიკაში და მიხარია, […]