ჭდე: უილიამ შექსპირი

შექსპირის ისტორიული თეატრი დაიწვა

შექსპირის ისტორიული თეატრი დაიწვა

უილიამ შექსპირის ისტორიული თეატრი, რომელიც სტრატფორდში მდებარეობდა, დაიწვა. დრამატურგის მშობლიურ ქალაქში მდებარე თეატრის შენობას ხანძარი ელვის სისწრაფით მოედო და სანამ შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრეები ცეცხლს აქრობდნენ, თეატრი ჩამოინგრა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გამოძიება უკვე დაიწყეს იმის დასადგენად, შენგებულად გააჩინეს თუ არა ისტორიულ თეატრში ხანძარი.

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

რეზო თაბუკაშვილის მიძღვნა მედეა ჯაფარიძეს

რეჟისორი რეზო თაბუკაშვილი მსახიობ მედეა ჯაფარიძეს აღმერთებდა. ყველაფერი, რასაც ქმნიდა, მის საყვარელ ქალბატონს ეძღვნებოდა. უილიამ შექსპირის სონეტების პირველ წიგნს ყდაზე რეზო თაბუკაშვილმა ასეთი წარწერა გაუკეთა: „ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის.”

ენტონი ჰოპკინსი “მეფე ლირის” როლში

ენტონი ჰოპკინსი "მეფე ლირის" როლში

უილიამ შექსპირის ტრაგედია “მეფე ლირი” მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია და მთავარი როლის თამაშზე ბევრი მსახიობი ოცნებობს. 80 წლის მსოფლიო ვარსკვლავმა ენტონი ჰოპკინსმა გამოწვევა მიიღო და უილიამ შექსპირის “მეფე ლირი” განასახიერა. ენტონი ჰოპკინსთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ემა ტომპსონი, ემილი უოტსონი, ფლორენს პიუ, კრისტოფერ ეკლესტონი, ენდროუ სკოტი…

66-ე სონეტი – უილიამ შექსპირი

66-ე სონეტი

უილიამ შექსპირის 66-ე სონეტი ქართულად რეზო თაბუკაშვილმა თარგმნა: ”ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება, რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი […]

შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარე, რომელიც მეხსიერებას გაგიუმჯობესებთ

66-ე სონეტი

გაგიგიათ ცნობილი დრამატურგის უილიამ შექსპირისთვის მნიშვნელოვანი მცენარის შესახებ, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს? ეს მცენარე როზმარინია, რომლის სურნელიც ადამიანის მეხსიერებას არც მეტი, არც ნაკლები 75 პროცენტით აუმჯობესებს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ დრამატურგმა თავის ყველაზე ცნობილ “ჰამლეტში” როზმარინი მოიხსენია. მისი ერთ-ერთი გმირი ოფელიაც ხომ ამბობს: “აი, შენ როზმარინი, ილოცე, გიყვარდე, გახსოვდე.” სხვადასხვა კვლევების შემდეგ, მეცნიერებმაც კი აღიარეს, […]

ლევან წულაძის საერთაშორისო წარმატება

ქართველი რეჟისორის ლევან წულაძის სპექტაკლი რჩეულთა შორის მოხვდა. საბერძნეთში ერთ-ერთმა გამოცემამ დაასახელა საუკეთესო 12 სპექტაკლი, რომელიც საახალწლო დღეებში აუცილებლად უნდა ნახო. ჩამონათვალში ლევან წულაძის მიერ დადგმული “ჰამლეტი” აღმოჩნდა. ქართველმა რეჟისორმა ათენში „დანაშაული და სასჯელის” განხორციელების შემდეგ, მეორე სპექტაკლიც დადგა და  არჩევანი “ჰამლეტზე” შეაჩერა. ლევან წულაძემ გადაწყვიტა შექსპირის ყველასთვის კარგად ცნობილი პიესა მაყურებლისთვის განსხვავებულად და ორიგინალურად შეეთავაზებინა.

ქართული თეატრალური დასი პირველად ბუტრინტის საერთაშორისო ფესტივალზე

14-დან 20 ივლისამდე ალბანეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ბუტრინტი 2000“ გაიმართება. „ხმელთაშუა თეატრების ეროვნული ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ქართველებს მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პირველია, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე მიიწვიეს. 17 ივლისს რიგით XV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბუტრინტის ანტიკური თეატრის სცენაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“ […]

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ჟურნალის ფოკუსში

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია საქართველოსთვის მეტად სასიამოვნო და საამაყო ინფორმაციას ავრცელებს: “ყველა თავდადებულ შრომას აუცილებლად მოაქვს შედეგი და აი ერთი მაგალითი: შარშან ჩვენ კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით გამოვეცით შესანიშნავი წიგნი “შექსპირი ქართულ ხელოვნებაში” (ქართულ-ინგლისური), შემდეგ იყო ამ წიგნის პრეზენტაცია ლონდონში და, აი, 26 მაისს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ჟურნალმა Shakespeare Magazine-მა […]

დავით დოიაშვილის “მეფე ლირი” რუმინეთში

რუმინეთში, ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში ქართველი რეჟისორის დავით დოიაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის “მეფე ლირის” პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის უკვდავი ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს რუმინელი მაყურებელი 11 დეკემბერს იხილავს. რუმინეთის პრესა და ტელევიზია ქართველი რეჟისორის მიერ განხორციელებულ სპექტაკლს აქტიურად აშუქებს. რუმინეთის არხებზე ტრიალებს “მეფე ლირის” პრემიერისადმი მიძღვნილი სპეციალური ვიდეორგოლი. სპექტაკლს დავით დოიაშვილი ბუქარესტის ნაციონალურ თეატრში უკვე ერთ […]

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90-ე სეზონს ხსნის

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი იუბილარია. 4 ოქტომბერს თეატრი 90-ე საიუბილეო სეზონს გახსნის. თეატრის ხელმძღვანელობა ტრადიციას არც წელს უღალატებს და ერთგულ მაყურებელს სიახლეებს შესთავაზებს. პირველივე სიახლე მაყურებელს სეზონის გახსნაზე ელოდება. 4 ოქტომბერს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი წარმოადგენს უილიამ შექსპირის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „აურზაური არაფრის გამო“. სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამის ფარგლებში გათამაშდება. […]