Tag: თსუ გორდელა

“თსუ გორდელა” გრანპრის მფლობელია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლი “თსუ გორდელა” გრანპრის მფლობელია. ქართველმა მომღერლებმა უმაღლესი ჯილდო ესპანეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “FIESTALONIA” დაიმსახურეს, სადაც ნომინაციაში ხალხური მუსიკა პირველობა არავის დაუთმეს. ფესტივალში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ორგანიზატორებმა ქართველები საუკეთესოებად დაასახელეს და უმაღლესი ჯილდოც “თსუ გორდელას” მიანიჭეს.  

“თსუ გორდელა” კონცერტს გამართავს

19 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ გორდელას“ კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და პროფესორები დაესწრებიან. „თსუ გორდელას“ კონცერტი ეძღვნება ხანუკას დღესასწაულს და საქართველო-ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავს. კონცერტი თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეშია […]

“თსუ გორდელა” აქციაში ჩაერთო

“თსუ გორდელა” აქციაში ჩაერთო, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართება. გოგონები 9 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანადგომით კონცერტს ჩაატარებენ და მას აქცია-კონცერტის სახე ექნება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ანსაბლი “უნივერსიტეტი” და ზურა დათუკიშვილი. აქცია ჩატარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, კონცერტის პარალელურად გაიმართება სისხლის ჩაბარების აქცია. გორდელას კონცერტი თსუ-ის პირველი […]