თორნიკე ბზიავა

თორნიკე ბზიავას არაჩვეულებრივი ინიციატივა

თორნიკე ბზიავას არაჩვეულებრივი ინიციატივა

მსახიობი და რეჟისორი თორნიკე ბზიავა გამოდის ინიციატივით, რომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ გაკეთდეს მოთხოვნა, კვირაში ერთი დღე ქალაქში მინიმალური ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ: “ამ რამოდენიმე დღის მანძილზე ალბათ ბევრი ადამიანი დარწმუნდა, რამდენად დიდი ფასი აქვს უმანქანო თბილისს. ყველაფრის მშვიდობიანად ჩავლის შემდეგ, ვეცდებით გავაკეთოთ პეტიცია, რომლის მოთხოვნაც იქნება – კვირაში ერთი დღე ქალაქი ყველაზე მინიმალური ტრანსპოტრით ისარგებლებს. დაახლოებით […]

192 კინოაფიშა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

192 კინოაფიშა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრსა და ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო და საინტერესო ხდება. მუზეუმში ელექტრობაზების გაუმჯობესების მიზნით კინოცენტრმა სასახლეს გადასცა 192 ცალი კინოაფიშა, ასევე ქართველი კინორეჟისორების: ლევან თუთბერიძის, ზაზა ხალვაშის, გიორგი ოვაშვილის, რეზო ესაძის, თაკო შავგულიძის, ოთარ შამათავას, რეზო ესაძის, თინათინ ყაჯრიშვილისა და თორნიკე ბზიავას მიერ გადმოცემული მასალები. ხელოვნების სასახლეში შეინახება საავტორო ფილმების: […]

რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააკავეს

თორნიკე ბზიავა

რეჟისორი თორნიკე ბზიავა დააკავეს. შემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხდა. მას შემდეგ, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის განაჩენი გამოცხადდა, მისმა მეგობრებმა რეჟისორმა თორნიკე ბზიავამ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა მანდატურს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თორნიკე ბზიავაც და ბექა წიქარიშვილიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს.

ქართული ფილმები საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ქართული ფილმები საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ქართული ფილმები საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობენ. ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, სელექციის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფილმებს შორის კონკურსისთვის 2 ქართული ფილმი შეირჩა. კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება. წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები იქნება გიორგი თოდრიას “დაკარგული სოფელი” და თორნიკე ბზიავას “მექელეხე”. გიორგი თორდიას “დაკარგული სოფელი” შუა […]