თორდა

,,თორდა” ქველმოქმედებისთვის იმღერებს

,,თორდა'' ქველმოქმედებისთვის იმღერებს

ანსამბლი “თორდა”, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი “თსუ გორდელას” ერთ-ერთი წევრი თამარ ალადაშვილია, 20 ივნისს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საღამოში მონაწილეობას მიიღებს ანსამბლის პატარა და დიდი თაობა. კონცერტი 13 ივნისის ტრაგედიას მიეძღვნება. კონცერტიდან შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებათ. ანსამბლი “თორდა” თავის გულშემატკივრებს dejavu even club-ში ელოდება.

ანსამბლი ,,თორდა’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

ანსამბლი ,,თორდა’’ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

სომხეთში გამართულ რიგით მეხუთე სიმღერისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “თორდა” გამარჯვება მოიპოვა და ოქროს ჯგუფის სახელწოდება მიენიჭა. გამარჯვებულმა ქართველებმა უკვე მიიღეს კუთვნილი პრიზი და ფესტივალის ორგანიზატორის და დამაარსებლის ხელმოწერილი დიპლომი. “თორდას” ხელმძღვანელი “თსუ გორდელას” ერთ-ერთი წევრი თამარ ალადაშვილია. “თორდას” წარმატების შესახებ ინფორმაცია სწორედ მან გაავრცელა. ანსამბლი ახალი დაარსებულია და მასში სხვადასხვა ასაკის […]