ჭდე: თოქ-შოუ პროფილი

მაია ასათიანი ცუდადაა

მაია ასათიანი

თოქ-შოუ პროფილის წამყვანი მაია ასათიანი ცუდადაა. ამის გამო, შემოქმედებითი ჯგუფი იძულებულია ეთერი დროებით გააჩეროს. ინფორმაციას გადაცემის ოფიციალური გვერდი ავრცელებს: “სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის!”

”შემარგეთ, რომ ცოცხალი ვარ!”

აცხადებს თოქ-შოუ პროფილის წამყვანი მაია ასათიანი. ჟურნალისტი კვლავ მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც ახალი ”პროფილის” ანონსი გავრცელდა: “ეს კაბა ეთერში მაცვია მესამედ! პირველად – ნუცას გარდაცალების შემდეგ! მაცადეთ ცხოვრება! გიჟივით ქუჩაში რომ დავრბოდე და ვკიოდე, ხომ ვიქნებოდი თქვენთვის მისაღები? თავს გადააქნევდით სევდიანი სახეებით და საწყალი გაგიჟდაო, იტყოდით. მაცადეთ, სანამ მე თვითონ მოვკვდები და შემარგეთ, რომ ცოცხალი […]

“პროფილი” ბრუნდება

თოქ შოუ “პროფილი” და მისი წამყვანი მაია ასათიანი სატელევიზიო ეთერში ბრუნდება. ჟურნალისტის ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ, გადაცემა გაჩერდა, ტელეწამყვანს “მარაო” დაუხურეს. ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაია ასათიანმა გადაწყვეტილება მიიღო ტელეეკრანს დაუბრუნდეს. განახლებული “პროფილის” პირველი გადაცემა უკვე ჩაწერილია. მაია ასათიანის გადაცემაში დაბრუნების ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა.

“დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!”

მაია ასათიანი

ჟურნალისტი და გადაცემა “პროფილის” წამყვანი მაია ასათიანი მოუწოდებს ყველას, თავი დაანებონ მისი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას. მაია ასათიანის განცხადებას თოქ შოუ “პროფილის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს: “დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას! ვიცი რომ ეს მომგებიანი და ყველაზე “გაყიდვადი” თემაა თქვენთვის! წლების მანძილზე მიმწარებდით ცხოვრებას და ჩუმად ვიყავი! ახლა შეგაკვდებით და ვიბრძოლებ ბოლომდე, თუ კიდევ […]

მაია ასათიანი დაბრუნდა

ჟურნალისტი მაია ასათიანი უმძიმესი დღეების შემდეგ სამუშაოს დაუბრუნდა. ის მშობლიურ ტელევიზიაში – “რუსთავი 2”-ში მივიდა და მუშაობას შეუდგა. თოქ შოუ “პროფილის” შემოქმედებითი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლოზ ხაჩიძემ მაია ასათიანისა და “პროფილის” გუნდის ერთობლივი ფოტო ინტერნეტში გაავრცელა. მაია ასათიანს ერთადერთი ქალიშვილი, 18 წლის ნუცა მახვილაძე სამი კვირის წინ პარიზში გარდაეცვალა. ჟურნალისტმა პირად ტკივილთან გამკლავება საყვარელი საქმის […]

მაია ასათიანი სკანდალში გაეხვია

გადაცემა “პროფილი” და მისი წამყვანი მაია ასათიანი სკანდალში გაეხვია. ახალი სატელევიზიო სეზონი გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა რადიკალურად განსხვავებული თემებით დაიწყო და საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებებიც დაიმსახურა. ბოლო პერიოდში მაია ასათიანი სულ უფრო და უფრო მძიმე თემებზე ამზადებს გადაცემებს, ერთ-ერთ ბოლო თემას – სუიციდს კი ფსიქოლოგი გიორგი დონაძე გამოეხმაურა და დაგმო. გიორგი დონაძე: “მიუხედავად მცდელობისა, რომ გადაცემა ,,პროფილს“ […]