ჭდე: თეონა წიწაკიშვილი

თეონა წიწაკიშვილის ფურორი რუსულ მეგა შოუში

ქართველი მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი წარმატებით აგრძელებს ბრძოლას რუსულ მეგა შოუში “танцы” ფინალში მოსახვედრად. კონკურენცია დიდია, ამიტომ მას კარგად ესმის, რომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენოს. თეონამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟიური და მაყურებელი თავისი პლასტიკით და შესრულების მანერით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. ურთულესი ილეთები და ორიგინალური ცეკვა მან თავის პარტნიორთან ერთად უნაკლოდ შეასრულა და ჟიურის სამივე წევრისგან […]

“ვასახელოთ საქართველო!”

მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი მონაწილეობას იღებს რუსულ შოუში ”ТАНЦЫ”, სადაც ქართველი კონკურსანტი უკვე საუკეთესოთა ოცეულშია შესული. თეონას გამარჯვებისთვის საქართველოდან მხარდაჭერა სჭირდება. თეონა წიწაკიშვილი: “11 ნოემბრიდან ვასახელოთ საქართველო! მეგობრებო ეს გახლავთ აპლიკაციები რომელიც დაგვჭირდება რომ ხმა მივცეთ თეონა წიწაკიშვილს ლაივებზე (უფასოდ). ჯერ ვიწერთ TNT-ს და შემდეგ ავტომატურად მოგვთხოვს მეორე აპლიკაციას, რომ დავარეგისტრიროთ ნომერი. ამას ერთხელ გავაკეთებთ. კვირაში […]

თეონა წიწაკიშვილი საუკეთესოთა შორისაა

ქართველი მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი რუსულ მეგა შოუში “Танцы” წარმატებით მონაწილეობს და გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს. თეონა რუსეთის უკვე 20 საუკეთესო მოცეკვავეს შორის აგრძელებს ბრძოლას პირველობისათვის და მას მალე ჩვენი – საქართველოს მხარდაჭერა დასჭირდება… ხმის მიცემას ჩვენც შევძლებთ აპლიკაციით (უფასოდ)… სიახლეებს თეონა წიწაკიშვილის მხარდამჭერები უახლოეს დღეებში შეგვატყობინებენ.

ქართველი მოცეკვავის წარმატება პოპულარულ რუსულ შოუში

მოცეკვავე თეონა წიწაკიშვილი ქართველმა მაყურებელმა პროექტით “შენ შეგიძლია ცეკვა” გაიცნო, თუმცა ამ შოუმდე მოცეკვავე სხვადასხვა პროექტებშიც მონაწილეობდა. მან პოპულარული რუსული შოუს “ТАНЦЫ” მეოთხე სეზონში მიიღო მონაწილეობა. ქართველმა კონკურსანტმა ჟიურის სამივე წევრისგან დიდი მოწონება დაიმსახურა და პროექტის საუკეთესო წევრთა შორისაც აღმოჩნდა. თეონა წიწაკიშვილი: “უკმაყოფილო ვარ! მარა იმ დღეს ვეღარ დავაბრუნებ უკან. სამაგიეროდ, მთავარია რა მოხდა მერე. […]

“შენ შეგიძლია ცეკვა” ნიტა ლომიძემ მოიგო

პროექტი “შენ შეგიძლია ცეკვა” პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ ნიტა ლომიძემ მოიგო. მან მაყურებლისგან ყველაზე მეტი ხმა 45 პროცენტი მიიღო. ნიტა ბინასთან ერთად 1000 ლარიანი ვაუჩერის მფლობელიც გახდა. ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ თეონა წიწაკიშვილი, თენგო ზარდიაშვილი და ირაკლი ფიფია. ყველა ფინალისტს შოუს პარტნიორმა კომპანიებმა საჩუქრები გადასცეს. ირაკლი ფიფიამ საჩუქრად ავტომობილი მიიღო, თენგო ზარდიაშვილმა 5000 ლარიანი ვაუჩერი ვივუსისგან, […]