ჭდე: თეონა დვალი

თეონა დვალის მიერ იტალიაში აჟღერებული მეგრული ნანა

თეონა დვალი

ქართველმა სოპრანომ თეონა დვალმა იტალიაში სოლო კონცერტი გამართა. საკონცერტო პროგრამაში სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად თეონამ ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დამუშავებული მეგრული ნანა შეასრულა. თეონა დვალი: “მინდა გაგიზიაროთ მეგრული ნანა (დამუშავებული ოთარ თაქთაქიშვილის მიერ), რომელიც ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად შევასრულე ჩემს სოლო-კონცერტზე იტალიაში 24 თებერვალს. კონცერტმაისტერი არაჩვეულებრივი ფაბიო ჩენტანნი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.”  

3 ქართველი მომღერალი იტალიის საოპერო ფესტივალზე

იტალიაში, ღია ცის ქვეშ, არენა დი ვერონაზე ცნობილი საოპერო ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. წელს ფესტივალი საოპერო მუსიკის მოყვარულებს ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული ჟორჟ ბიზეს ბრწყინვალე ოპერით “კარმენით” შეეგება. ძეფირელის დადგმაში 3 წარმატებული ქართველი საოპერო მომღერალი მონაწილეობს – მადინა კარბელი, თეონა დვალი და მიხეილ შეშაბერიძე. სამივე მათგანი კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის კარგად არის ცნობილი და მათი წარმატებების შესახებ […]

ქართველი სოპრანო ძეფირელის დადგმაში

93 წლის იტალიელი რეჟისორი ფრანკო ძეფირელი მსოფლიო კულტურაში გამორჩეული ხელოვანია. მასთან მუშაობა ნებისმიერი ხელოვანისთვის დიდი პატივია. ამჯერად ეს პატივი ქართველი საოპერო მომღერალს ხვდა წილად. ახალგაზრდა სოპრანო თეონა დვალი ჟორჟ ბიზეს “კარმენში” ფრასკიტას პარტიას იმღერეს, რომელიც ფრანკო ძეფირელის რეჟისურით არის დადგმული. ინფორმაციას მომღერალი თავად ავრცელებს: “ვიმღერებ ფრასკიტას პარტიას ფრანკო ძეფირელის გენიალურ დადგმაში ამ ზაფხულს არენაზე.”