თეონა დოლენჯაშვილი

თეონა დოლენჯაშვილის პროტესტი “საბას”

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ლიტერატურულ პრემია “საბას” სამუდამოდ ემშვიდობება: “ძალიან გული მწყდება, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურულ პრემია ,,საბა”ს! პრემიას, რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური, თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. “საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა. ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი, […]

შურისძიება მწერლებზე

შურისძიება მწერლებზე

პოეტმა რატი ამაღლობელმა მწერლებზე შურისძიება უწოდა წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას: “უქმდება, უფრო სწრად უკვე გააუქმეს წიგნის ეროვნული ცენტრი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული საერთაშორისო მასშტაბის მართლაც ეროვნული პროექტი, ისე რომ ამ სფეროს არცერთ წარმომადგენელთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. ეს, სავარაუდოდ, მწერლებზე შურისძიებაა ზვიად რატიანის საქმის გამო და არა მარტო, შურისძიება უშუალოდ საყდრისის ამფეთქებლებისგან. […]

მწერალი ცოტნე ცხვედიანი დაკავებულია

ახალგაზრდა მწერალი ცოტნე ცხვედიანი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ მისი კოლეგა, მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ავრცელებს: “მოშიმშილე რკინიგზელების მხარდაჭერის გამო მწერალი ცოტნე ცხვედიანი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი დაიჭირეს. და საერთოდ რა ხდება? რამე ახალი რეჟიმია?” ცოტნე ცხვედიანი საქართველოს რკინიგზის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. მან რამდენიმე ადამიანთან ერთად შენობაში შესვლა სცადა, რაც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ათამდე […]