თემურ წიკლაური

თემურ წიკლაურის უცნობი ვიდეო

თემურ წიკლაურის უცნობი ვიდეო

მომღერალ თემურ წიკლაურის ათასობით გულშემატკივრისთვის თითქმის ყველა სიმღერა და ვიდეოკლიპი ცნობილია, თუმცა არსებობს ვიდეოები, რომლებიც ფართო საზოგადოებამ არ იცის. “არტ ინფო” გთავაზობთ თემურ წიკლაურის კლიპს, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ არის გადაღებული და მსმენელისთვის ნაკლებად არის ცნობილი.

გია ბაღაშვილი თემურ წიკლაურზე

თემურ წიკლაურის პორტრეტი ყავის ნალექით

მომღერალ თემურ წიკლაურზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მუსიკოსი გია ბაღაშვილი მასთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას იხსენებს: “სულ მგონია, რომ სადღაც აქვეა. ან მისაქციელში, სადაც ასე ძალიან უყვარდა ყოფნა ბოლო დროს, ან ისევ გორის ჰოსპიტალში, ან სადმე… ოღონდ ჩვენთან, აქ, ახლოს…”შენი ჭირიმე, გიორგი!” – ასე იცოდა თქმა, თუ რაიმე გაუხარდებოდა ჩემგან. რა უშუალო და მართალი იყო. როგორი უანგარო […]

ქანდაკებაში გაცოცხლებული თემურ წიკლაური

უკანასკნელი საჩუქარი თემურ წიკლაურს

ლეგენდარული მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა და ათასობით ადამიანს დასწყვიტა გული. მომღერალმა დავით არჩვაძემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი უფროსი კოლეგა ქანდაკებაშია გაცოცხლებული: “შემთხვევით გადავაწყდი ერთ უნიკალურ ნამუშევარს, რომელმაც ჩემი უფროსი მეგობარი და საამაყო ქართველი გამიცოცხლა. ეს ქმნილება ჯერ-ჯერობით სამუშაო პროცესშია, მაგრამ იმდენად ცოცხალი და მრავლის მთქმელია, მინდა ყველას გაგიზიაროთ. ვფიქრობ, რომ ერთ ლამაზ […]

ეძღვნება თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს

თემურ წიკლაურის და ზურა დოიჯაშვილის ვიდეო

მომღერლებს თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს მსახიობმა და მწერალმა გივი სიხარულიძემ ლექსი მიუძღვნა: “ვუძღვნი ჩემს ძვირფას მეგობრებს, თემურ წიკლაურს და ზურა დოიჯაშვილს! საათი ჩემი მოსისხლე მტერი საათი ჩემი მოსისხლე მტერი თურმე თან ჩემი მეგობარია, როცა ჩავფიქრდი, მივხვდი, რომ იგი მაცდურ სიკვდილთან მეომარია. მისი წიკწიკით ამ გულს რამდენჯერ, და თან რა ძლიერ გაუხარია, მაგრამ რას იზამ, […]

თემურ წიკლაურის კლიპი უკანასკნელ სიმღერაზე

თემურ წიკლაურის პორტრეტი ყავის ნალექით

მომღერალმა თემურ წიკლაურმა თავის უკანასკნელ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, თუმცა მისი დასრულება და ათასობით მაყურებლისთვის წარდგენა ვერ მოასწრო. სიმღერა “ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო, რად არ თვითონა ჰკვდებიო” იოსებ ბაიაშვილის ლექსზე კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა დაწერა, კლიპი კი ბესო ჩუბინიძემ გადაიღო: “თემოს გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება გვქონდა დაგეგმილი. მერე მოულოდნელად ორივე კოვიდით დავავადდით – […]

ძალიან კარგი ინიციატივა თემურ წიკლაურთან დაკავშირებით

უკანასკნელი საჩუქარი თემურ წიკლაურს

მომღერალ თემურ წიკლაურთან დაკავშირებით ძალიან კარგი ინიციატივა გაჟღერდა. ინტერნეტში გავრცელდა მოთხოვნა, რომ ერთ-ერთ ქუჩას თემურ წიკლაურის სახელი დაერქვას. ინიციატივას უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს. მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში კორონა ვირუსით გარდაიცვალა.

თემურ წიკლაურის და ზურა დოიჯაშვილის ვიდეო

თემურ წიკლაურის და ზურა დოიჯაშვილის ვიდეო

სრულიად საქართველომ უახლოეს დღეებში ორი უნიჭიერესი მომღერალი თემურ წიკლაური და ზურა დოიჯაშვილი დაკარგა. 75 წლის თემურ წიკლაური კორონა ვირუსმა იმსხვერპლა, 57 წლის ზურა დოიჯაშვილი კი – სამშობლოს მონატრებამ. ოპერის მომღერალი ვანიკო გალუაშვილი ამ ორი უმაგრესი მომღერლის ვიდეოს გვთავაზობს.

თემურ წიკლაურის დაუვიწყარი გალობა

თემურ წიკლაურის დაუვიწყარი გალობა

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მომღერალი თემურ წიკლაური ლურჯი მონასტრის სტიქაროსანი იყო. ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ შვილის, გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მისი სულის ძებნა დაიწყო და ეკლესიამდეც მივიდა. “არტ ინფო” გთავაზობთ თემურ წიკლაურის მიერ შესრულებულ სააღდგომო საგალობელს – “ქრისტე აღდგა მკვდრეთით”.

დავით გიორგობიანის უმნიშვნელოვანესი განცხადება თემურ წიკლაურზე

დავით გიორგობიანის უმნიშვნელოვანესი განცხადება თემურ წიკლაურზე

მსახიობი და რეჟისორი დავით გიორგობიანი მომღერალ თემურ წიკლაურზე უმნიშვნელოვანეს განცხადებას აკეთებს: “როდესაც გავიგე, რომ თემურ წიკლაური მიერთებული ჰყავდათ სუნთქვით აპარატზე, დავწერე, რომ პასუხს აგებდნენ, თუ მას რაიმე დაემართებოდა ანუ გარდაიცვლებოდა, ვიცით რა, რომ კოვიდიანად აღიარებული ავადმყოფები ყველანი კლინიკებში არიან გარდაცვლილნი და არცერთი სახლში. კითხვა არ გიჩნდებათ? შემდეგ მივწერე თემურ წიკლაურის მეგობარს, თუ უნდათ, რომ თემური […]

თემურ წიკლაურის გამორჩეული ვიდეო

თემურ წიკლაურის გულისნადები

მომღერალ თემურ წიკლაურის შემოქმედებაში თითქმის ყველა სიმღერა გამორჩეულია. თუმცა სიმღერა “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ” – მისი სიმღერებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ვიდეო, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ, გასული წლის 9 აპრილს არის გადაღებული. ამ დღეს მომღერალმა ინტერნეტ-კონცერტი გამართა და კორონა ვირუსის გავრცელების გამო, თავის ერთგულ მსმენელს დისტანციურად მოეფერა. სამწუხაროდ, თემურ წიკლაური სწორედ კორონა ვირუსმა იმსხვერპლა.