The Voice საქართველო

ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა

ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა

The Voice საქართველოს მონაწილის ილა წულაძის შემდეგ, პროექტის ფინალისტი ვანო ტურაბელიძე დაქორწინდა. მომღერალმა ანრი ჯოხაძის გუნდიდან პროექტის ყველა ეტაპი წარმატებით გადალახა და ფინალამდე მისვლა შეძლო, თუმცა გამარჯვებული ვერ გახდა. კონკურსანტის გაბედნიერების შესახებ სასიხარულო ინფორმაცია The Voice საქართველოს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა: “ჩვენი კიდევ ერთი მონაწილე გაბედნიერდა! “ვოისის” შემოქმედებითი ჯგუფი ულოცავს ვანოს და თიკოს გაბედნიერებას!”

The Voice საქართველოს გამარჯვებული გამოვლენილია

The Voice საქართველოს გამარჯვებული გამოვლენილია

The Voice საქართველომ მესამე სეზონი დაასრულა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სალომე დოლიძე ნოდიკო ტატიშვილის გუნდიდან, გიორგი ნადიბაიძე ქეთა თოფურიას გუნდიდან, ვანო ტურაბელიძე ანრი ჯოხაძის გუნდიდან და შოთიკო ტატიშვილი ნუცა შანშიაშვილის გუნდიდან. მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმათა 55 %-ით პროექტის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე გახდა, რომელსაც გადაეცა 3 ოთახიანი ბინა არქი დიღომში. პრიზებისა და ჯილდოების გარეშე არც შოუს […]

The Voice საქართველო ახალ ვიდეოს ავრცელებს

The voice საქართველოს პირველი მწვრთნელი ცნობილია

The Voice საქართველო შოუს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ახალ ვიდეოს ავრცელებს. მუსიკალური პროექტის მესამე სეზონი 6 ოქტომბერს დაიწყება. მისი მწვრთნელები ნოდიკო ტატიშვილი, ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე და ნუცა შანშიაშვილი არიან, წამყვანები კი ეკა ამირეჯიბი და დუტა სხირტლაძე. გადაცემის ჩაწერები დასრულებულია. კონკურსანტებმა ბრმა ქასთინგი უკვე გაიარეს და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირების და გამარჯვების მოლოდინში არიან. შოუს პროდიუსერები […]

The Voice საქართველოს მესამე მწვრთნელის ვინაობა გაირკვა

The voice საქართველოს პირველი მწვრთნელი ცნობილია

The Voice საქართველოს ხელმძღვანელობამ ზაფხულის ბოლო დღეს პროექტის მესამე მწვრთნელის დასახელების გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოების მოლოდინი მუსიკალური შოუს მესამე სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო იზრდება. პროექტის პროდიუსერებმა გაითვალისწინეს მაყურებლის მაღალი ინტერესი და გადაწყვიტეს, საზოგადოებას მაქსიმალურად სწრაფად გააცნონ მწვრთნელები. პირველი მწვრთნელი ნუცა შანშიაშვილია, მეორე მწვრთნელი – ანრი ჯოხაძე, მესამე მწვრთნელი კი ნოდიკო ტატიშვილი. ეს ინფორმაცია […]