ჭდე: თბილისის კონსერვატორია

ონისე გერგედავა დააპატიმრეს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან რუსეთის დროშის ჩამოხსნისთვის ონისე გერგედავა დააპატიმრეს. ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიამ გაავრცელა: “ქოცმთავრობამ ონისე გერგედავა კონსერვატორიიდან რუსეთის დროშის ჩამოხსნისთვის დააპატიმრა. მალე ოკუპანტის ცუდად ხსენებისთვისაც დაგვაჯარიმებენ!”

“როგორ მოგწონთ კონსერვატორიაზე აღმართული ოკუპანტის დროშა?!”

მსახიობი და მუსიკოსი ირაკლი ჩოლოყაშვილი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსეთის დროშაა გამოფენილი: “როგორ მოგწონთ ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაზე აღმართული ოკუპანტის დროშა?! ვინც თვლით, რომ სახელმწიფო დაწესებულებაზე არ უნდა ფრიალებდეს ოკუპანტი სახელმწიფოს დროშა, მომწერეთ “პირადში”… ვგეგმავთ მშვიდობიან ვიზიტს კონსერვატორიის ხელმძღვანელობასთან, რათა მოვითხოვოთ დროშის ჩამოხსნა… იმედს ვიტოვებ, რომ გამოვნახავთ საერთო ენას და […]

მსოფლიოში ცნობილი ჯაზ-პიანისტი მასტერკლასს გამართავს

სამშაბათს, 29 დეკემბერს, 12 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერულ დარბაზში შედგება არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელის, Berklee Collage of Music-ის კურსდამთავრებულის, Manhattan School of Music-ის მაგისტრანტ გიორგი მიქაძის მასტერკლასი. თანამედროვე მუსიკის სამყარო კარგად იცნობს ახალგაზრდა ჯაზ-პიანისტ გიორგი მიქაძეს, რომელმაც ქვეყნის გარეთ უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია. გიორგი რამდენიმე წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და თავისი წარმატებული […]

კონსერვატორია „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს“ მასპინძლობს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია XVIII საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მასპინძლობს. წელს ფესტივალი 14 დეკემბერს, 20:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯეფ ბალარდის ამერიკული ჯაზ-ტრიო გახსნის. ბრედ მელდაუსა და ჯოშუა რედმანის დრამერი ქევინ ჰეისთან (ფორტეპიანო) და მეტ ბრუერთან (ბასი) ერთად დაუკრავს. ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14-29 დეკემბერს ტარდება. […]