Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: თამაზ ტყემალაძე

ირმა ნიორაძის სამაგალითო საქციელი

ირმა ნიორაძემ პირადი ფოტოები გაყიდა

პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე თავის საქმეს ერთგულად ემსახურება და ათასობით მაყურებელს ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, თუმცა არის მის ცხოვრებაში ქმედებები, რომელიც მის შეუდარებელ ცეკვას ბევრად აღემატება. ლიტერატორმა თამაზ ტყემალაძემ “პოსტ სკრიპტუმში” ნანახი სიუჟეტის შემდეგ, დედოფლისწყაროელი 14 წლის ილია ხატიაშვილის დახმარება გადაწყვიტა. ბიჭი დავრდომილ პაპას და დედას უვლის. ჰყავს 11 წლის ძმა. ოცნებობს, რომ ჰყავდეს ძროხა. ქირაზე […]

“გული ცუდს მიგრძნობს”

"ესენი იმდენად არა... დანაშაულს ჩვენ ჩავდივართ..."

აცხადებს ლიტერატორი თამაზ ტყემალაძე: “ბევრი ვიწრიალე… ვიფიქრე, ვწერე, მოვიგონე… ბოლოს მივხვდი, რომ სიცოცხლე მომწყინდა… მაპატიეთ ერთ პაწია, შტერულ სიცოცხლეში რამდენი გოთვერნობა ვნახე, სამსახურში მისვლა აღარ მინდა, ვერც მე ვიტან ჩემი თავის არაფრობას… წარმოუდგენელია.. დღეს მე არა ვუწყი რა ხდება ტელევიზიაში, სადაც უამრავი საქმე მიკეთებია… პოეტი იტყვის – “ასე ღამდება ერთ სიცოცხლეში.” ჯანდაბას… გული ცუდს მიგრძნობს…”

“ესენი იმდენად არა… დანაშაულს ჩვენ ჩავდივართ…”

"ესენი იმდენად არა... დანაშაულს ჩვენ ჩავდივართ..."

ლიტერატორი თამაზ ტყემალაძე 1907 წლის წიწამურის გასტროლამდე მთელი საზოგადოების დუმილს იხსენებს და საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს: “ესენი იმდენად არა… დანაშაულს ჩვენ ჩავდივართ… ასე დუმდა 1907 წლის წიწამურის გასროლადე მთელი საზოგადოება… მათ შორის აკაკი, იაკობი, ვაჟა და ყველანი…. თუმცა უკვე ყველას ჰქონდა წაკითხული ილიას ღაღადისი “ნუთუ”… როდემდე ვითმინოთ ამ ნაბიჭვრების ახვრობა, ამათ მიერ მოტყუებული დემოსის ბღავილი.”

მირზა გელოვანის გადმოსვენების საკითხში სიახლეა

მირზა გელოვანს საქართველოში გადმოასვენებენ

”მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები ჩემს შეპირებას ანადგურებენ. და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების.” ამ ლექსის ავტორი, პოეტი მირზა გელოვანი 27 წლის ასაკში ომში დაიღუპა და დაბრუნების პირობა ვერ შესარულა. მირზა გელოვანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი ორიოდე წლის წინ თამაზ ტყემალაძის […]

ელდარ შენგელაიას ფილმი ილია ჭავჭავაძეზე

ელდარ შენგელაია დახმარებას ითხოვს

რეჟისორ ელდარ შენგელაიას ილია ჭავჭავაძეზე ფილმის გადაღება აქვს გადაწყვეტილი. 84 წლის რეჟისორი პოეტის, მწერლისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერზე მხატვრულ ფილმზე იმუშავებს. ფილმისთვის სცენარის დაწერა რეჟისორმა თამაზ ტყემალაძეს სთხოვა: “ბატონი ელდარ შენგელაია აპირებს ილია ჭავჭავაძეზე მხატვრული ფილმის გადაღებას… სურს, რომ სცენარი დავწერო… დამლოცეთ, განვიცდი ფრიად.”