თამაზ გოდერძიშვილი

აკაკი წერეთლის უცნობი ისტორიები მოზარდმაყურებელთა თეატრში

აკაკი წერეთლის უცნობი ისტორიები მოზარდმაყურებელთა თეატრში

ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა. 4 და 5 თებერვალს თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური პიესის „აკაკი“ მიხედვით რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მაყურებელს ახალ ნამუშევარს შესთავაზებს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, დოკუმენტურ მასალას ეფუძნება. ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ორჯერ გახდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, მაგრამ, ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, გადარჩა. აკაკი წერეთელი […]

თამაზ გოდერძიშვილს ’’ხელოვნების ქურუმი’’ მიანიჭეს

თამაზ გოდერძიშვილს ’’ხელოვნების ქურუმი’’ მიანიჭეს

მწერალს, დრამატურგს და მთარგმნელს თამაზ გოდერძიშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმაღლესი ჯილდო ”ხელოვნების ქურუმი” გადასცა. მინისტრი დაესწრო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იუბილარი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ART – ხელოვნება“. მასში ქართული თეატრის სამი თვალსაჩინო წარმომადგენელი ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი მონაწილეობს. სპექტაკლი […]

“ART – ხელოვნება“ საიუბილეოდ გათამაშდება

"ART - ხელოვნება“ საიუბილეოდ გათამაშდება

25 იანვარს მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი “ART – ხელოვნება“ ქართველი მწერლის, დრამატურგისა და მთარგმნელის თამაზ გოდერძიშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. წარმოდგენას, რომელიც უკვე 16 წელია თეატრის რეპერტუარშია, დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ის თამაზ გოდერძიშვილს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს. თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული სპექტაკლი წარმოადგენს პაროდიას თანამედროვე ხელოვნებაზე, […]