თამარ ჭავჭავაძე

თამარ ჭავჭავაძის ულამაზესი მარაო აღდგენილია

თამარ ჭავჭავაძის ულამაზესი მარაო აღდგენილია

კოტე მარჯანიშვილის მოწაფის, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლისა და მხატვრული კითხვის ოსტატის თამარ ჭავჭავაძის ულამაზესი მარაო აღდგენილია. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი: “თამარ ჭავჭავაძის ეს ძვირფასი მარაო ორგანიზაცია “ისტორიალის” წევრებმა დაღუპვისაგან იხსნეს. 2 წლის წინ ის ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილმა ჩვენს მუზეუმს გადასცა. ჩვენც არ გვჯეროდა, რომ მის რესტავრაციას და გადარჩენას შევძლებდით, თუმცა რესტავრატორების ნათია […]

უპრეცედენტო ფაქტი ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე

უპრეცედენტო ფაქტი ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე

აქვსენტი ცაგარელის “ხანუმას” როლის შემსრულებელი მსახიობის ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაკრძალვაზე უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. მარჯანიშვილის თეატრიდან მოულოდნელად გარდაცვლილი მსახიობის ცხედარი ქალბატონებმა გამოასვენეს. ელისაბედ ჩერქეზიშვილის კუბო ნატო ვაჩნაძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს, სესილია თაყაიშვილსა და თამარ ჭავჭავაძეს მიჰქონდათ. ეს იყო ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე არა მამაკაცები, არამედ ქალბატონები მიასვენებდნენ. 84 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

“ქეთო და კოტე” – ქანდაკება პიონერთა სასახლის ბაღში

ქეთო და კოტე

– ეს იყო პეტერბურგში, – ეს ფრაზა ალბათ ყველას კარგად გახსოვთ. ზუსტად 70 წლის წინ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა ფილმი “ქეთო და კოტე” გადაიღო. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი თანავარსკვლავედი მონაწილეობს – მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, სერგო ზაქარიაძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, ვერიკო […]