ჭდე: თამარ კვესიტაძე

თამარ კვესიტაძე – იამაყეთ!

თამარ კვესიტაძე

თამარ კვესიტაძე პირველი ქართველი თანამედროვე ხელოვანია, რომლის ვირტუალური გამოფენა მსოფლიოს უდიდესმა კულტურულმა ინსტიტუტმა Google-მა საკუთარ პლატფორმაზე ჩატვირთა. გამოფენა სახელწოდებით „თამარ კვესიტაძე ანუ უსაზღვრო გრძნობების ტრიუმფი“ (Tamara Kvesitadze or the Triumph of Ambivalence) 20-ზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს. კვესიტაძის ექსპოზიცია მსოფლიო აუდიტიორიას ხელოვნების სასახლემ წარუდგინა, ის საქართველოში Google-ის კულტურული ინსტიტუტის ერთადერთი პარტნიორია. გამოფენა კვესიტაძის შემოქმედების თითქმის მთელ […]

ალი და ნინო მსოფლიო ფოკუსში

თამარ კვესიტაძის მიერ შექმნილი ალი და ნინოს სკულპტურა, რომელიც ბათუმში განთავსდა, არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში და საუკეთესოთა შორის პირველ ადგილზეც აღმოჩნდა. ალი და ნინოს სიყვარულის შთაგონებით ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი ორიგინალური ნამუშევარი ამჯერადაც აქტუალურია. თანამედროვე ტექნოლოგიებმა არაერთი არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუში გააჩინა, მათ შორისაა თამარ კვესიტაძის “ალი და ნინო”. უცხოურმა გამოცემებმა დაასახელეს ის სკულპტურები, რომლებიც […]

,,ალი და ნინო’’ დაზიანებულია

ბათუმის საზივიტო ბარათად აღიარებული ”ალი და ნინოს” ქანდაკება დაზიანებულია. ბათუმის შტორმმა ქანდაკებას საძირკველი დაუზიანა, რის გამოც, ხელისუფლებამ მისი სხვა ადგილზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მონუმენტი გადატანის დროს დაზიანდა და ერთ-ერთი ფიგურა დაიმტვრა. “ალი და ნინო” მხატვარ-მოქანდაკის თამარ კვესიტაძის შექმნილია. მისი შთაგონების წყარო ყურბან საიდის გახმაურებული რომანი “ალი და ნინო” გახდა. ბათუმის მერიას ამ ქანდაკების სხვა […]

ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე იყიდება

მხატვარი თამარ კვესიტაძე 10 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში პირველ გამოფენას მოაწყობს. საქართველოს მწერალთა სახლში 12–14 აპრილს მისი ნამუშევრების შერეული გამოფენა გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ფერწერა და თოჯინები, სულ 10 ექსპონატი. როგორც თავად არტისტი ამბობს, გამოფენის გამართვის იდეა სპონტანურად გაჩნდა. გამოფენის ინტერესს განსაკუთრებულად ზრდის ის, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე თამარ კვესიტაძეს თბილისში გამოფენა არ ჰქონია […]