Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: ტერენტი გრანელი

ტერენტი გრანელი: “ღმერთო! გამაფრინე და ქრისტე მაჩვენე”

ტერენტი გრანელი: "ღმერთო! გამაფრინე და ქრისტე მაჩვენე"

პოეტი ტერენტი გრანელი სულიერმა დეპრესიამ სრულიად ახალგაზრდა 37 წლის ასაკში შეიწირა. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: „ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ, სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების […]

ტერენტი გრანელი: “ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და – სიჩუმე”

გაზაფხულის საღამოა მშვიდი - ტერენტი გრანელი

ასე წერდა პოეტი ტერენტი გრანელი თავის ჩანაწერში “სიკვდილის შემდეგ”, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაწერა: “დადგება ზამთარი… მოკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის. ასე გათავდება სინათლე, გაქრებიან მოგონების წამები. გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს. […]

ტერენტი გრანელის უცნობი ჩანაწერები

ტერენტი გრანელის უცნობი ჩანაწერები

“შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა…” – ასე ამბობდა ტერენტი გრანელი. მის ხსენებაზე ყველას ცხოვრებისგან გატანჯული პოეტი ახსენდება, რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე, თუმცა ისეთი პოეზია დატოვა, რომ საკუთარი სახელის უკვდავყოფა ნამდვილად შეძლო. “არტინფო” გთავაზობთ ტერენტი გრანელის უცნობ ჩანაწერს, რომელიც მის სულიერ სამყაროს კიდევ უფრო მძაფრად დაგანახებთ: “მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან […]

ლექსები მამაზე

ლექსები მამაზე

ბევრმა ჩვენგანმა იცის ლექსები დედაზე, მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის ლექსები მამაზე. “არტინფო” გთავაზობთ ლექსებს მამაზე, რომლის ავტორებიც არიან ტერენტი გრანელი, შოთა ნიშნიანიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკო გომელაური, გენო კალანდია, ოთარ ჭილაძე, ირაკლი აბაშიძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ტარიელ ხარხელაური.   ოთარ ჭილაძე – მამა დრო თავისი გზით წავიდა ისევ, დატოვა ხსოვნა დღისა და ღამის… […]

ტერენტი გრანელი – “რვა ივნისია…”

ტერენტი გრანელი - "რვა ივნისია..."

ტერენტი გრანელს ქართულ პოეზიაში გამორჩეული ადგილი უკავია. წლებია მისი შემოქმედება თაობებისთვის შეუცვლელია. დღეს 8 ივნისია და “არტინფო” გთავაზობთ ტერენტი გრანელის ლექსს 8 ივნისზე: “რვა ივნისია, ცხელა, ოცნება ადის ცამდე. მინდა მოვშორდე ყველას, მინდა გავიქცე სადმე. ჯერ კიდევ ძალა შემწევს, ვიგრძნო დუმილი ვარდის, მხოლოდ შენ ფიქრობ ჩემზე იცი რას ქვია დარდი. ისევ მიწასთან ვდგევარ, მინდა გავიდე […]

გაზაფხული – საუკეთესო ლექსები

ლექსები გაზაფხულზე

ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, აკაკი წერეთელი, პეტრე გრუზინსკი, ილია ჭავჭავაძე, ტერენტი გრანელი, ნიკო გომელაური – ამ პოეტებმა უმშვენიერესი გაზაფხული საუკეთესო ლექსებით შეამკეს, რომლებსაც “არტინფო” გთავაზობთ: გალაკტიონ ტაბიძე – ადრიანი გაზაფხული “როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს, რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა. სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს სხვა მარტოობა. გაზაფხულია მაინც ასეთი, კეთილი, როგორც კარგი […]

გაზაფხულის საღამოა მშვიდი – ტერენტი გრანელი

გაზაფხულის საღამოა მშვიდი - ტერენტი გრანელი

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცილდა ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე წვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.”

,,უსახელო პოეტმა” დაგვანახა, როგორ შეიძლება იყო პროვინციიდან და არ იყო პროვინციელი…”

გაზაფხულის საღამოა მშვიდი - ტერენტი გრანელი

,,უსახელო პოეტი” – ასე უწოდებს მამა პეტრე კვარაცხელია ტერენტი გრანელს: “წალენჯიხიდან ჩამოსულს, აზრადაც არ ექნებოდა იმ ქარტეხილების გამოვლა, რაც პოეტების ქალაქად მონათლულ თბილისში დაატყდა… მისი ყოველი სტრიქონი-გულიდან წამოსული სისხლის წვეთები იყო, რომელთანაც ნაზიარები საბოლოოდ ერწყმოდა ,,ცისფერ სიშორეს”, ,,უხილავი ბაღების სილურჯეს”, ,,გლოვის ზარებს”, ,,ფარულ ვედრებას”, ,,ქრისტეს გამოცხადებას”… ჩვენში მეორედ მოსული ღმერთი, დაუღალავად ატარებდა სულის ფსკერზე დაუნჯებულ […]

დავით კაკაბაძის შედევრი საქართველოდან გატანას გადაურჩა

დავით კაკაბაძე - მხატვარი, რომელიც სამხატვრო აკადემიიდან გააგდეს

ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის ნამუშევარი სახელწოდებით “ტერენტი გრანელი” საქართველოდან გატანას გადაურჩა. გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი: “ისევ გილოცავთ! ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის კიდევ ერთი ფასდაუდებელი შენაძენი: დავით კაკაბიძის ნამუშევარი ,,ტერენტი გრანელი”, რომელიც მან პოეტს მიუძღვნა და ავტორისა და ტერენტის მინაწერებიც ამშვენებს, საქართველოში დარჩება. ერთი თვის წინ, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ, მოგვმართა (რაც მრავალმხრივ დასაფასებელი […]

“ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით”

ლაშა ბაქრაძის საყურადღებო ინიციატივა

გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას ითხოვს. საუბარია დავით კაკაბაძის დღემდე უცნობ ნამუშევარზე, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ლაშა ბაქრაძე: “ყველას მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით – გვჭირდება სპონსორი ან სპონსორები. ლიტერატურის მუზეუმში მოიტანეს დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა ტერენტი გრანელს მიუძღვნა. ამაზე მეტყველებს დავით […]